შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ღიმილიც როგორ გაგისევდისფრდა

დღეს პოეზიას ასაფლავებენ ნაგავსაყრელზე
და პროცესია შეუმჩნევლად შეერწყა ქუჩებს
შენ მაინც იცი ახლა კოცნა როგორ სწყურიათ
მარტოდ დარჩენილ სიცივისგან დახეთქილ ტუჩებს

მოლოდინი მაქვს შენს ნაკვალევს შევხვდები სადღაც
და კვლავ მომანდობ გასათბობად გაყინულ ხელებს
შენით დატკბობის უკანასკნელი შეჩერდა წამი
დროის სიმცირე რომ იცოდე უფრო მახელებს

შენ ხასიათში მარტის სიგიჟემ
და გაზაფხულმა დაიგვიანეს
უჩემობა და ფოთოლთა კვდომა
ო ღმერთო როგორ გასევდიანებს

ბოლო ცოდვასაც ინანებს სული
ყრუდ იქცა ღმერთი განზე გამიდგა
არ გშვენის გლოვის შავი მანტია
ღიმილიც როგორ გაგისევდისფრდა

არავის ახსოვს ნაგავსაყრელი
არც პოეზია განსვენებული
დარჩება მხოლოდ შავი კალამი
შენზე ფიქრებით გაწამებული
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →