შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ჯვარი უღმერთოდ

ისევ ქარია და სტრიქონებს მირევს აშარი,
მერცხლის ფრთებივით აფრთხიალდა დილა სარკმელთან,
მოუსხამს მხრებზე დედამიწას ბაცი თავშალი
და ყველა აზრი უაზროა ისევ სათქმელთა,
გაცამტვერებულ იმედების გითვლი წამებად
და ველი იმას, რაც არასდროს ალბათ არ მსურდა,
ჰოი სამყაროვ, ჩემი სულის ტანჯვა-წამება,
იქნებ და მითხრა, ბოლობოლო რით ვერ დასრულდა,
ვუმზერ გოლგოთას, ასევია პილატეს ჯარი,
ბრბო კი ხორხოცებს, საზეიმოდ სეირს ელიან
და ორ ავაზაკს შორის მდგარი მესამე ჯვარი,
უფრო მძიმდება, რადგან ახლა ცარიელია...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →