შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ვბარდები უფალს

ათასნაირი ბრალდებებით ვბარდები უფალს,
ათასნაირი სინანული მიმიძღვის წინ და
მაინც ვერაფრით ვერ ჩამიკლავთ სულს თავისუფალს,
გამცვითეთ თუნდაც, როგორც ერთი უბრალო წინდა...
გამტეხეთ თუნდაც უსამართლოდ დღეს ასე წელში,
გამოგონილი მიზეზების ყელში ყვედრებით,
მადლობა უფალს, თქვენზე მეტი სულია ჩემში,
რასაც ვერასდროს და ვერაფრით ვერ მოერევით...
ყველამ იფიქრეთ თქვენ ფლიდებო, საკუთარ თავზე,
სხვის ცოდვებს დასდევთ საკუთარი ცოდვებით სავსე,
მე კი ავიტან ჩემს კუთვნილ ჯვარს ჩემს გოლგოთაზე,
თქვენ რას აპირებთ, ჯვარიც რომ არ გერგებათ ასე...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →