ჩანაწერი
Laravel
ფსიქოლოგია
იცხოვრო აქ ნიშნავს იცხოვრო იმათთან ვისაც შენი გონების ერთი ნახევარი ზეციურ ქმნილებად აღიქვამს და მისი არსებობის საკუთარ თავში ჩაბეჭვდით ცდილობს სიკვდილის შიში დაძლიოს მეორე ნახევარი კი მათ არსებობას სრულიად ამტკიცებს და მისი ცოცხალ თითქოს ესეთი ფართო მაშტაბით დახატულ სურათში საკუთარი ფენის წარმომადგენლებში გაცოცხლება განდომებს სიკვდილს მათ ბრძოლაში დაკარგული შენი გონების ორი ნაწილი კი ვერც იაზრებს იმ ფაქტს რომ ერთდროულად გაშინებს და გაიმედებს რაღაც შენზე ძლიერის არსებობა რეალურად ნათლად შენ გობეაშიც მხოლოდ ის ჩანს რომ ყველაფერი უკვე კარგად გაწერილი სისტემის ნაწილია და გააზრება იმის რომ ვიღაცას მეტიც ყველას შეუძლია გააკეთოს ისეთი რამ რაც შენთვის შეუძლებელია საშინელ შიშს ბადებს და თან შენში პატარა ნაპერწკალს ანთებს შენ ხომ განსხვავებული ხარ შეიძლება ვინმემ იფიქროს რომ ცუდი მხრივ რაც ლოგიკურია მაგრამ მაინც განსხვავდები სხვებისგან ინდივიდუალიზმის ეს შეგრძნება კი რეალურია რაც ბევრს ნიშნავს მაშინ როცა შენი ფიქრებიც კი არ გეკუთვნის შენ როცა შენ შენ არ ხარ და აზრი იმაზე რომ შენ უბრალოდ მართული ძალახარ რომელზეც ძალასაც ვერ იტყვი საკუთარი დაბალი თვითშეფასების გამო განიჭებს შვებას გრძნობას რომელიც საკმაოდ იშვიათია ბურუსით მოცულ გარემოში რომელშიც ყოფნის მიუხედავად არავის უნდა ხელი გამოგიწოდოს და ამის სურვილს თავადაც უჩენ სხვებს თავდასაცავად გაკეთებული სიბინძურის ნაჭუჭით რომლიდან გამოსვლასაც ახლო მომავალში საერთოდაც არ აპირებ გონებაში ჩამოყალიბებული ამდენი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი კი გაფიქრებს რომ ეს ყველაფერი ილუზიაა რომელის ცივ კედლებშიც შენი თავი გაუცნობერებლად ჩაკეტე და იზოლაციამ არაფერი მოგცა მის დასალეწად ხოდა შენც უიმედოდ ფხაჭნი ბეტონს სანამ ჯერ კიდევ შეგრჩენია გარეთ გახწევის სურვილი ან რეალობა კიდევ ერთხელ დაგანახებს თავს მისი ამოუცნობი და საკმაოდ უცნაური მეთოდებით ხოდა შენც იცვლები მაგ მომენტში თითქოს საერთოდ სხვა ხარ და ამაში მხოლოდ მიმიკის ცვლილება არ მოიაზრება იცვლება აზროვნებაც და ისიც ვინც მის უმეტესობას მართავს იცვლება თითქმის ყველაფერი შიშის გარდა შიშისა იყო მშიშარა კი არც ისეთი მარტივია როგორც წარმოგიდგენით მითუმეტეს იმ შემთხვევაში როცა არც იცი რისი უნდა გეშინოდეს და თან იცი რომ შენი ნამდვილად უნდა ეშინოდეთ და მგონი ეშინიათ კიდევაც არც ისაა მარტივი საკუთარი თავი მონსტრად ჩათვალო როცა უსუსურად გრძნობ თავს მაგრამ საკმაოდ ნიჭიერი ხარ აზროვნების ასეთ ასპეკტებში ზოგადად აზრის ქონდა ხომ ამ პრობლემების საწყისია კარიპჭეა რომლის კარებიც ღია დაგხვდა და თითქოს გაგაცნო რეალობა რომელსაც ყველა უარყოფს სიტყვებით მაგრამ შენ იცი სიმართლე და არავის მისცემ უფლებას მოგატყუოს იმაში რაშიც დარწმუნებული არ ხარ შენ გონებაში შექმნილი ორი სამყაროს აღიქვამდე ერთ დროულად რთულია მაგრამ ამავდროულად შესაძლებლობა აღიქვამდე ორივეს გაძლევს მათი გაანალიზების და ერთმანეთთან შედარების შესაძლებლობას სირთულის შკალა იზრდება მაშინ როცა ერთერთი მათგანი დასვენების უფლებას მიცემს მეორეს და გტოვებს სამყაროში რომელზეც არაფერი იცი და გადასაადგილებლად სხვის სიტყვებს იყენებ ან რჩები იქ სადაც თითქოს ყველაფერი ნაცნობია მაგრამ გაშინებს რა შეიძლება გამოიწვიოს მასის წევრობამ და მასაში ყოფნის დროს მიღებულმა გადაწყვეტილებამ ორივეს სირთულეს აძლიერებს ფაქტი რომ არცერთ სამყაროში საკუთარ თავს სრულფასოვნად ვერ აღიქვამ სივრცე რომელშიც ცხოვრობ არც ისეთი მარტივად გასამკლავებელია
Laravel
კომენტარი
1