ჩანაწერი
Laravel
საქართველო
ბედკრულიაო ამბობენ შენზე,
მაგრამ იმედი ყოველთვის არის.
შენ წიაღებში აღმოცენილ ჯადოს და ქარებს,
ვერ უშველია შენი კრული იღბალ-ბედისთვის,
ჩემო სამშობლო, რატომ ტირი დღითა და ღამით?
როგორ მოგგლიჯეს ხელ-ფეხი და ხან ხერხემალი.
აქეთ გათრიეს,
იქით.
მერე შეგსანსლეს.
ბოლოს კი უსასოოდ მიგაგდეს მარტო.
შენი შვილები გშორდებიან,
ტოვებენ კერას,
შენს მინდორ-ველებს უტოვებენ ტურას და მელას.
აღარ ჭყივიან ბუდეებში მთის არწივები,
ჯიხვმაც აყარა ფლოქვი ქარაფზე,
ჩამოშალა კლდის ლაყუჩები,
აღარ ნანობენ აქ დაბადებას,
მხოლოდ მიდიან.
მაგრამ იმედი ყოველთვის არის.
შენ წიაღებში აღმოცენილ ჯადოს და ქარებს,
ვერ უშველია შენი კრული იღბალ-ბედისთვის,
ჩემო სამშობლო, რატომ ტირი დღითა და ღამით?
როგორ მოგგლიჯეს ხელ-ფეხი და ხან ხერხემალი.
აქეთ გათრიეს,
იქით.
მერე შეგსანსლეს.
ბოლოს კი უსასოოდ მიგაგდეს მარტო.
შენი შვილები გშორდებიან,
ტოვებენ კერას,
შენს მინდორ-ველებს უტოვებენ ტურას და მელას.
აღარ ჭყივიან ბუდეებში მთის არწივები,
ჯიხვმაც აყარა ფლოქვი ქარაფზე,
ჩამოშალა კლდის ლაყუჩები,
აღარ ნანობენ აქ დაბადებას,
მხოლოდ მიდიან.
Laravel
კომენტარი
0