შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სუფრა გაშალეთ!

სუფრა გაშალე, წინაპრები შემოგვსწრებიან,
ამ გარყვნილების აკლდამაში ნესტის სუნი დგას,
რადგან კედლიდან ისევ ჟონავს ქართლის ცრემლები,
ხოლო ჭებიდან ამოხეთქა, მამათა სისხლმა.

სუფრა გაშალე, საკურთხია შესაწირავი,
და ფიალებში ჩამოასხით სულის ნაჟური,
ჯეჯილის ყანა ხვალ გახდება მარცვლის საბადო
და მარცვალ-მარცვალ შევაგროვებთ ლაზარეს ენას.

შორით მოსულა ქარავანი მაყვლისთვალება,
ეს კუზიანი გორაკები ჩვენი სახლია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →