ჩანაწერი
Laravel
გოლიათები
გოლიათები ცისკრის ვარსკვლავს ხელით შეეხენ,
და ცის თაღებზე მიმოფანტეს
ჩემი ცრემლები.
ეს მარგალიტი რომ აწვიმდა გუშინ ნაძვნარებს,
სიტყვის სეტყვაა მეცხრე ციდან გამოგზავნილი.
ჩრდილები დამდევს, შავ-ბნელეთის ტყვეთა მოციქულს,
დაჩირებულან, ჩამომჭკნარან წვიმის ღრუბლები,
ჩამოძონძილა ფარაონთა ოქროს ღაწვები,
გულანთებულად ღუღუნებენ წმინდა მტრედები,
შენში ირეკლავს სულის ძახილს მარტის იდები,
გამოანათებს მოწამეთა სისხლის სუდარა.

კომენტარი
0