შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

წერილი მთიდან

გუშინ მოვიდა, დედაშენის წერილი
მთიდან,
ცვარი ჩამოწვა ცხვრის ფარაზე
ოქროს ცრემლებად,
ოქროს საწმისად, მე ჩამესმის შენი ლოცვები
და მწუხარების ზარებს რეკენ
ანგელოსები!
ჩემმა ვნებებმა თავს დამადგეს რქები
ოქროსი,
მათ მიღალატეს, შენ გამოგყვნენ როცა წახვედი,
ნისლი ჩამოწვა წამწამებთან, როგორც გომბორზე,
და მეამბოხე ხარაჩოზე შევდგი სასმისი,
ნუთუ არ იყო საკმარისი ჩემი ტაძარი,
რატომ შეავსე აზარფეშა გესლის მაწონით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →