შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

საქართველოსთვის

ძმას ძმას უყიდდნენ,
რჯულსაც უცვლიდნენ
და საქართველოს ჰგლეჯდნენ მთლიანად,
სისხლსაც უსვამდნენ,
ხატებს უწვავდნენ,
რომ დასჩენოდათ ტანჯვის იარა.

ძმები იბრძოდნენ
და არ იცოდნენ,
რომ ერთი სისხლით უძგერდათ გული,
ქართლის მიწა–წყლის
მოსპობის წადილს
წინ ედგა ხმალი და სიყვარული.

მიწა პატარა,
გული ანკარა,
და სიყვარულით სავსე ფიალა,
სული გმირული,
თავგანწირული,
საქართველოსთვის ძგერდა მთლიანად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →