შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დედაშვილობა

ზღვის ელვარებამ შემაყვარა ფიქრი, ოცნება,
მე მის ტალღებმა კვლავ მაქცია ფიქრთა მონებად,
მე მის ცვალებად ბუნებაში მომავალს ვხედავ,
ჩემი მომავლის ნეტარება ესაა დედა.

მე ზღვის ტალღებში მონატრებულ შენს თვალებს ვხედავ,
ნეტავ რა არის უფრო ტკბილი, როგორიც დედა,
მე უშენობით ყველგან ვარ მარტოდ, ობლად და კენტად,
შენი ოცნების ცენტრში ვდგევარ ძვირფასო დედა.

დიდებულ ამაგს, ფასდაუდებელ, დღეს უკეთ ვხედავ,
დღეს ვხედავ, როცა თავად გავხდი პაწიას დედა,
გრძნობა უტკბესი, ამაზე დიდი თუ არის ნეტავ?
თურმე რა ძლიერ გყვარებივარ ძვირფასო დედა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →