შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

გაზაფხული

კვლავ გაიფურჩქნა ირგვლივ ყოველი,
და კვლავ ამღერდა გრძნობით გულია,
მოდის სიცოცხლის ლაღი მთოველი,
გაზაფხულია, გაზაფხულია.

თითქოს გაფრინდა სევდა და წყენა,
ჩაიდგა ირგვლივ მთებმაც სულია,
უგულომ გული, უენომ ენა,
გაზაფხულია! გაზაფხულია!

ავსა და ბოროტს წაიღებს ქარი,
სიძულვილს შეცვლის სიყვარულია,
ულამაზესი თუკი რამ არის,
ეს მაისია, გაზაფხულია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →