შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ფოთოლცვენა

გვართობს ფოთოლცვენა
და შეგვმატებს ლხენას,
ფრინველების სტვენა,
დღეთა სწრაფი ფრენა.
მაგრამ დროთა რბენა,
ჰგავს ამ ფოთოლცვენას,
ვით მცენარე ელის,
ისევ შეცვლას ფერის,
ისევ ახალ ყლორტებს,
ისევ ახალ ტოტებს,
მივდევთ დროთა ფრენას,
როგორც ფოთოლცვენა.
ვით სამყაროს შვენის
სიცოცხლის ელფერი,
სანამ ვართ ამქვეყნად,
ვიყოთ ტკბილად, ერთად.
ნუ გსურთ ბოროტება,
არ იხაროს მტრებმა,
ჩვენს მომავალს ჩვენი
სიყვარული შვენის.
 
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →