შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ნუ დაივიწყებთ, ეს ქვეყანა საქართველოა

სუყველას ერთად
შემზარავი რამ გვემართება,
ნუთუ უფალი
გაგვიწყრა და დღეს გვემართლება,

ერთი ჯიშის ვართ
და ერთურთი არ გვენანება,
არც ის წარსული
საამაყო, არ გვენატრება?

როცა ქართველნი
იდგა მუდამ მუჭად შეკრული,
არ დაივიწყეს
საქართველო, ჩვენი, ბედკრული,

როდესაც მომხდურთ
სიმღერით და ცეკვით დაუხვდა,
დღეს ცხრა აპრილის
სისხლი, ძმებო, ისევ ადუღდა.

დაფიქრდით, განა
შუღლი, მტრობა სასახელოა?
ნუ დაივიწყებთ,
ეს ქვეყანა საქართველოა.

გულნარა ჟღენტი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →