შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დაუბრუნებელს

ბჟუტავს სანთელი,
გაქრა ნათელი,
ჟღერს ახლობელი,
საგალობელი.
ვჩურჩულებ ლოცვას,
ნუ ჩათვლით ცოდვად,
დაუბრუნებელს,
გრძნობას უვნებელს,

თუ ღმერთს ვაჩუქებ,
თუ ხატს ვაჩუქებ
და ჯვაროსან მღვდელს
დავუკოცნი ხელს,

წმინდა მარიამს,
ღამეს მთვარიანს,
თუ ცრემლით ნამულს
ვჩუქნი სიყვარულს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →