შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სონეტი 85

ცაზე ენთები სხივმფრქვეველი როგორც აისი -
ფრთაგაშლილი და მოციმციმე ანგელოზურად ,
მი ზმანებაში როგორც ცეცხლის აპოკალიპსი -
ბრწყინვალე სულით მოაბიჯებ გრაციოზულად ...

ციერი სული ოქროსთმაშლილ მზე ლეოპარდის -
ამორძალი ხარ რომელ ტურფა ანგელს ედრება ,
ო გულთმტაცებელ მნათ მშვენების მი კლეოპატრა -
ძუ ლომს მოგევხარ რომელიც არ თვინიერდება ...

მზერა იდუმალ სიყვარულის რა ძალას მაძლევს -
და სულიერი აღმაფრენით ვითარ ვმშვიდდები ,
ო ამზევდები გრძნობით რომელ ჯოჯოხეთს დასძლევს -
რა უკვდავება გულს მიდაღავს როს მიმიხვდები ...

-

მარადისობის ცეცხლით ნთებულ წმინდა არულის :
ფრთამეწამულ მზეს ყოვლისშემძლე მწამს სიყვარულის ...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →