ჩანაწერი
Laravel
პოეტი ღმერთი
სადღაც შორეულ ცის მწვერვალზე ბრწყინავს მარადი -
სავსე ოქროსფერ კოშკებით და ეფემერებით :
ცას გამოკრული თრთის ჰაერში ოქროს ქალაქი -
და საძირკველთგან ცისარტყელას დის ჩანჩქერები ...
ოქროს ბულვარებს მზის სხივები მოსევს ხალასი -
ასათას სხივით ნათობს ზეცის ოქროს ვერსალი :
ქალაქის ცენტრში ბრწყინვალ ქრისტეს ოქროს "პალასი" -
დგას ვით მზეებით მობრდღვიალე ყოვლის მწვერვალი ...
ქარვის ბროლება ამარტისფერ მწვერვალებიდან -
ალმასებისა და ლალების თოვს სხივმნათ სიზმრებს ,
იაგუნდების და სმარაგდის ბრწყინვალებიდან -
ისვრის ამური სიყვრულის ელვისფერ ისრებს ...
უკიდეგანო ლურჯ კოსმოსის ოკეანეში -
ვარსკვლავებს იჭერს ვერცხლისფერი მთვარის ანკესით ,
მერე აბრუებს სიფაქიზის სიმთრთოლვარეში -
და გულში ჩაკრულს თავბრუს ახვევს ცისფერ ალერსით ...
უკვდავ რიტმების მაესტრო და თეთრი მგოსანი -
მიქელ-ანჯელობს და ოცნებებს ჩუქნის მნათ მხატვრებს ,
ხელში უჭირავს ვარსკვლავების კრიალოსანი -
და მარცვლავს ლოცვებს ვით უცილოდ ასახდენ ნატვრებს ...
სატრფოს ლურჯ თვალებს ტრფობს თრთოლვით და მოდილიანობს -
და ელანდება თვალებს მიღმა მზე ანგელოზი ,
სიყვარულია მისი მუზა და მით მთლიანობს -
ამ წმინდა გრძნობის ფერებით წამს აპოთეოზი ...
გრძნობაში პოვებს "ევრიკას" და ცის არქიმედი -
ო გალანტურად წითელ ვარდებს ისვრის ხელიდან ,
გულგალაქტიკა ტალანტი და მზე შემოქმედი -
მოვლენილია ღვთის დიდებად ლურჯი ზეციდან ...
ლურჯი ედემის მებაღე და მხნე ფენომენი -
ვით ღმერთპოეტი უფლისწული ბაღში დის მარტო ,
მთვარის სონატას წერს ინსტინქტით ყრუ ბეთჰოვენის -
და ფანტაზიის ჰანგით მნათე სულით მოცარტობს ...
აქ - ალფა მგელს და მგე ომეგას - ცეცხლში სათავე -
საწყისი ხმაა და სასრულის მებარიტონე ,
პირველ მეეტლის ხელთ უპყრია ოქროს სადავე -
და ზეცა იცნობს უკანასკნელ მეფაიტონედ ...
მზისფაფარაშლილ ლომს მოგევს და ქუხვით მგრგვინვარებს -
ოქროს მანტია მხრებმოსხმული იგ გენიოსი ,
ოქროს ეტლში ბმულ დააქროლებს ცეცხლისმფრქვევ რაშებს -
მზიური სულით სხივთმთოველი ვით ჰელიოსი ...
ატარებს სახელს ადონაი იადონისა -
გვირგვინოსანი იგ მეფეა და სიონის მზე ,
გულს მირქმული აქ ოქროს ქნარი აპოლონისა -
და თეთრ ბახუსით მთვრალი გალობს ვით დიონისე ...
ედელვაისურს ტრფობს და უყვარს ცა ზამბახური -
ია და ვარდი და შროშანი მისი მუზაა ,
სარანგს უპყრია და მის ფარზე გამოსახული -
შიშის ზარმცემი ო გორგონა იგ მედუზაა ...
ხან მზის - ხან მთვარის სულზე მოსევს სხივთა სტიქარი -
დღე-ღამის უფალ მიჯნურს ქვია მნათე ორსახა ,
სულის ველებზე თეთრ რაშებით დაქრის ვით ქარი -
და შეშლილივით ხარხარებსა : ხა ხა ხა ხა ხა ...
პოეზიის "ოზს" და მუზების ციერ მბრძანებელს -
მძლე მარჯვენაში მაგიური უპყრია კვერთხი ,
სულით წვდება და შეუძლებელს ხდის შესაძლებელს -
ო კვერთხის დარტყმით სასწაულებს იქმნის მზე ღმერთი ...

კომენტარი
0