ჩანაწერი
Laravel
სონეტი 76
სულნელს უნაზესს - უნატიფეს გულიდან აფრქვევ -
და თითქოს ცეკვავ ლურჯ სამაის ლურჯ შადრევნებით ,
გულათრთოლებულს მარად მათრობ და თავბრუს მახვევ -
თმებშარავანდმნათ ღვთაებრივი სულის მშვენებით ...
ნაზ სიყვარულით აყვავებულ მციმციმ სავსების -
სილილიისფრე შელექია შენს სათუთ ბაგეს ,
მარადისობის ფერით ნთებულ შენ ნაზ არსების -
სულმოლივლივე ლურჯ ალებმა გული დადაგეს ...
ლურჯი ვუალი გიფარავს ნაზს უტურფეს სახეს ,
ტანზე აგისხავს ლურჯ ატლასთა თუთა სიცისფრე ,
შენს ფრთანაზ სულის სიფაქიზეს და სიზამბახეს -
ვუგალობ და ვტრფობ შენს მნათ თვალთა მწველ სიიისფრეს ...
-
შენი სინაზე ჩემში ბადებს უცისფრეს ნათელს -
გაღმერთებ მუზავ სულზამბახურ ფრთამუქლურჯ ანგელს ...

კომენტარი
0