ჩანაწერი
Laravel
სიყვარულის სულს
პოეტ ღმერთს ქვეყნად აანგელება -
ნაზ ფრთების ჯვარზე გაკვრად უჯდება ,
მთვარეულ სულის იდუმალება
და სიდიადე ამ ლექსს უხდება ...
ღამის ღვთაება დათრთის სივრცეში -
ქნარზე სიჩუმის უკრავს მუსიკა ,
ლურჯი სინაზის ოკეანეში -
ვცურავთ ლივლივით მე და მისტიკა ...
გულში ფაქიზი სიმშვიდე სუფევს -
და სათუთ თრთოლვით აფიფქავს სიმებს ,
მისტიკა თვალებს ნაზ ხილვებს უსევს -
მზიანი ღამე სულში ციმციმებს ...
მწველი ვით სატრფოს სახის ნათება
და ნაზი როგორც ცრემლის ამბორი ,
ვით სიყვარულის სულით ანთება -
ისე თრთის ირგვლივ მუზიკა შორი ...
ხმების წიაღში ცისფერ ჰიმნებად -
შეერთებულა და ადის ცამდე :
ჰანგი შექმნილი ღვთის სადიდებლად -
ადიდებული სიყვარულამდე ...
ვერცხლის მშვილდიდან მთოვარე ისვრის -
ვარსკვლავურ ზღაპრებს ნაზი ციალით ,
სულის მიღმიურ დუმილში ისმის -
ანგელოსების ფრთების შრიალი ...
ლურჯი გალობა აწყდება ბაგეს -
ფრთები უშლიათ ლურჯ სერაფიმებს ,
მნათე შლის ცაზე ვერცხლისფერ ბადეს ,
ზეცა სულს ათოვს ოქროსფერ წვიმებს ...
ოქროსფერ ნოტებს ა-ცა-მღერებენ -
ამურესები ოქროს არფებზე ,
სამოთხის ჭიშკრებს ჩუმად აღებენ -
ქერუბიმები ლურჯ ცისკარებზე ...
მთოვარე ტკბება მზესთან პაემნით -
ზართ რეკავს წამი უცისფერესი ,
სულში ციაგობს ნაზ ბრწყინვალებით -
ქრისტეს სასახლე - უმზისფერესი ...
ციდან სინაზე ლოცვად იღვრება -
და ვით ხატის წინ მთრთოლი სანთელი :
ო ღვთაებრივი ცეცხლით ივსება -
იწვის ამ გულში ახლა ნათელი ...
როგორც ცისკარი სხივთა არულით -
ზეცაზე სულის ავარსკვლავებად :
შემოდის სულში მზე სიყვარულის -
და იბადება ნაზ უკვდავებად ...
რეკავს ოცნება ძველ სამრეკლოსი
და ცას უგალობს ნაზი მთიები :
ყველა ქართველში შვი ანგელოსი
და უთეთრესი შეაბი ფრთები ...
სინაზით სავსე აჩუქე გული
და წმინდა გრძნობით უნთე არსება ,
რომ სისპეტაკით ყვაოდეს სული
და მზეთ ემსგავსოს მათი 'ხატება' ...
ნახტომს ირმის და ცის ნიამორის -
გალაქსურ ტბაზე ვალსის მცეკვ გედებს :
აჩუქე სხივთა ნაზი ამბორი -
სული შთაბერე გულის ცის ხედებს ...
ია-ვარდებს და შროშან-ზამბახებს -
უნაზეს პეპლებს და სპეტაკ მტრედებს :
მგალობელ ბულბულთ და ცისფერ ბაღებს -
მზევ მადლი თოვე უცისფრეს ედემს ...
ოქროსფერ სულის ამომზევებით -
მიუალერსე და ააყვავე ,
ო სიყვარულო შენ უკვდავების -
ხარ სულმზიური ყოვლის სათავე ...
მთელი სამყარო შენს გულში ყვავის -
შენ კიდე კაცის გულში ეტევი ,
შენ სულკოსმიურ გევხარ ლურჯ ყვავილს -
რომელიც აფრქვევს სულნელს სუფევის ...
სულით მიჯნური ცეცხლის ფრთაება -
აღმერთებ სპეტაკთ იდუმალებას ,
მზევ შვი სულნი ვინც ქალში ღვთაებას -
ღმერთკაცურ გულით ეთაყვანება ...
მეფურის მეტრფე ქალწულ ქალღმერთთა -
ღვთიურ მშვენებით ცაზე ანთება ,
ო მეც მანახე მი გულის ღმერთას -
ღვთაებრივ სულის ნაზი ნათება ...
ახატე სულში მზე მეფას სახე -
რომ მექცეს ხატად და ნაზ ზმანებად ,
დიდება ღმერთო შენს მარად სახელს
და შენი გულის წმინდა განგებას ...
ნაზ ფრთების ჯვარზე გაკვრად უჯდება ,
მთვარეულ სულის იდუმალება
და სიდიადე ამ ლექსს უხდება ...
ღამის ღვთაება დათრთის სივრცეში -
ქნარზე სიჩუმის უკრავს მუსიკა ,
ლურჯი სინაზის ოკეანეში -
ვცურავთ ლივლივით მე და მისტიკა ...
გულში ფაქიზი სიმშვიდე სუფევს -
და სათუთ თრთოლვით აფიფქავს სიმებს ,
მისტიკა თვალებს ნაზ ხილვებს უსევს -
მზიანი ღამე სულში ციმციმებს ...
მწველი ვით სატრფოს სახის ნათება
და ნაზი როგორც ცრემლის ამბორი ,
ვით სიყვარულის სულით ანთება -
ისე თრთის ირგვლივ მუზიკა შორი ...
ხმების წიაღში ცისფერ ჰიმნებად -
შეერთებულა და ადის ცამდე :
ჰანგი შექმნილი ღვთის სადიდებლად -
ადიდებული სიყვარულამდე ...
ვერცხლის მშვილდიდან მთოვარე ისვრის -
ვარსკვლავურ ზღაპრებს ნაზი ციალით ,
სულის მიღმიურ დუმილში ისმის -
ანგელოსების ფრთების შრიალი ...
ლურჯი გალობა აწყდება ბაგეს -
ფრთები უშლიათ ლურჯ სერაფიმებს ,
მნათე შლის ცაზე ვერცხლისფერ ბადეს ,
ზეცა სულს ათოვს ოქროსფერ წვიმებს ...
ოქროსფერ ნოტებს ა-ცა-მღერებენ -
ამურესები ოქროს არფებზე ,
სამოთხის ჭიშკრებს ჩუმად აღებენ -
ქერუბიმები ლურჯ ცისკარებზე ...
მთოვარე ტკბება მზესთან პაემნით -
ზართ რეკავს წამი უცისფერესი ,
სულში ციაგობს ნაზ ბრწყინვალებით -
ქრისტეს სასახლე - უმზისფერესი ...
ციდან სინაზე ლოცვად იღვრება -
და ვით ხატის წინ მთრთოლი სანთელი :
ო ღვთაებრივი ცეცხლით ივსება -
იწვის ამ გულში ახლა ნათელი ...
როგორც ცისკარი სხივთა არულით -
ზეცაზე სულის ავარსკვლავებად :
შემოდის სულში მზე სიყვარულის -
და იბადება ნაზ უკვდავებად ...
რეკავს ოცნება ძველ სამრეკლოსი
და ცას უგალობს ნაზი მთიები :
ყველა ქართველში შვი ანგელოსი
და უთეთრესი შეაბი ფრთები ...
სინაზით სავსე აჩუქე გული
და წმინდა გრძნობით უნთე არსება ,
რომ სისპეტაკით ყვაოდეს სული
და მზეთ ემსგავსოს მათი 'ხატება' ...
ნახტომს ირმის და ცის ნიამორის -
გალაქსურ ტბაზე ვალსის მცეკვ გედებს :
აჩუქე სხივთა ნაზი ამბორი -
სული შთაბერე გულის ცის ხედებს ...
ია-ვარდებს და შროშან-ზამბახებს -
უნაზეს პეპლებს და სპეტაკ მტრედებს :
მგალობელ ბულბულთ და ცისფერ ბაღებს -
მზევ მადლი თოვე უცისფრეს ედემს ...
ოქროსფერ სულის ამომზევებით -
მიუალერსე და ააყვავე ,
ო სიყვარულო შენ უკვდავების -
ხარ სულმზიური ყოვლის სათავე ...
მთელი სამყარო შენს გულში ყვავის -
შენ კიდე კაცის გულში ეტევი ,
შენ სულკოსმიურ გევხარ ლურჯ ყვავილს -
რომელიც აფრქვევს სულნელს სუფევის ...
სულით მიჯნური ცეცხლის ფრთაება -
აღმერთებ სპეტაკთ იდუმალებას ,
მზევ შვი სულნი ვინც ქალში ღვთაებას -
ღმერთკაცურ გულით ეთაყვანება ...
მეფურის მეტრფე ქალწულ ქალღმერთთა -
ღვთიურ მშვენებით ცაზე ანთება ,
ო მეც მანახე მი გულის ღმერთას -
ღვთაებრივ სულის ნაზი ნათება ...
ახატე სულში მზე მეფას სახე -
რომ მექცეს ხატად და ნაზ ზმანებად ,
დიდება ღმერთო შენს მარად სახელს
და შენი გულის წმინდა განგებას ...
Laravel
კომენტარი
0