ჩანაწერი
Laravel
სონეტი 66
სავსეა ჩუმი ცრემლით გულის ტაძარის სუნთქვა -
მისტიურ წამთა მზერა ყველა სიგიჟეს გასცდა ,
სისხლის კივილი - ისევ - ლურჯი გოლგოთის ფეთქვა ,
ო გამოუთქმელ წყვდიადს წვდება ამ ღამის ჯვარცმა ...
ლურჯ მდუმარების ქუხვას კაწრავს კივილით სევდა
და გაუსაძლის - სულის ტკივილს სიჩუმე ითმენს ,
ო სიკვდილი სჯობს მას რას იტევს წამების ხედვა -
სუნთქვა არ ყოფნის ფრთებდამსხვრეულ მეწამულ სივრცეს ...
თეთრმა ხარებამ უმწუხარეს ფიფქით დათოვა -
ლურჯი წყვდიადის კაეშანი ნაოცნარ ცას ხევს ,
მეწამულ არეს ელექება მთრთოლვარე გლოვა -
მარტოსულობის წვდება სივრცე ცისფერ განაჩენს ...
-
ხვდება რომ ვერვინ ვერ გაუგებს მეფის გულს ცისფერს -
ო აუტანელ სულის ტკივილს სიჩუმე ითმენს ...

კომენტარი
1არის რაც უფრო მსუბუქია მით მეტად მძიმე.