ჩანაწერი
Laravel
სონეტი 61
სიზმრიდან ამყვა და ზმანებად თვალებში ბარდნის -
ო ამ დილიდან თქვენზე ფიქრი მაწამებს მადამ ,
წითელ კაბაში შემოსილი ველური ვარდი :
წითელ ტუჩების ჩურჩულებით მეძახი ადამს ...
თქვენს ნაზ სახეზე მწყურის ცისფერ ვუალის ახდა ,
თქვენი თვალების ცეცხლით სუნთქვის მე მინდა ნახვა ,
მსურს თქვენი გულის რომ გავწიო სიცოცხლის ფარდა
და ფრთებით ვეხო თქვენი სულის ფრთაების ცახცახს ...
რაღაც მიზიდავს თქვენ გულისკენ თითქოს იზიდავ -
თქვენი არსება თითქოს მიცქერს უცხოდ და ნაზად ,
სულით მწყურია თქვენი წელის ხელით მოზიდვა -
ო აქ რომ მყავდეთ გაკოცებდით ტუჩებში ნაღდად ...
-
მეწამულ ლტოლვის ზღვაურ ღელვით აალერსება ,
ცეცხლის სუნთქვებით მსურს წავლეკო მის ეგ არსება ...

კომენტარი
0