შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სონეტი 60

მთვარის აისი და გალობა ვარსკვლავთ ზარების ,
ხედი ვერანდის , სანაპირო , ღელვა ტალღების ,
ზღვით მქროლი სიო , ჟრუანტელი ჰანგთ მთრთოლვარების ,
თოვს სიყვარული ცას მიღმიურ იდუმალების ...

თეთრად მოფიფქულ შავ კაბაში მოსილი ლედი ,
ტანი ველური , სუნთქვა ვარდის , ფარფატი თმების ,
ზღვის აღელვებულ გულის სევდა , სიმღერა გედის ,
სივრცეს მოცქირალ მზერის მიღმა აფრენა ფრთების ...

ბობოქრობს ზღვა და სტიქიით მთვრალ შეშლილ თვალების -
ტალღების სუნთქვით - სიყვარულში ის არ ცნობს დაღლას ,
მას სურს ქალწული აათრთოლოს ფრთათა ალერსით -
და ცისფერ კოცნით აიტაცოს ღრუბლებზე მაღლა ...

-

ცისფერ ტალღების ქუხს მიღმიურ ჰანგთ ამბორება :
ჟრუანტელების ცოცხალ სუნთქვას და მთრთოლვარებას ...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →