ჩანაწერი
Laravel
სონეტი 54
ანგელოსური ალერსით როს ცა გფიფქავს ფიფქებს ,
იისფერ ჰანგებს - როს ეხება თითები თითებს ,
წმინდა შეხების ემოცია როს ბანგავს სივრცეს ,
შენ ის ფიქრი ხარ სიხარულით თვალებს რომ მინთებს ...
სისათუთე და უკვდავების ნაზი ამბორი -
ოდეს თვალებში ინთებიან მზის სხივთ წვიმები ,
ცისფერ სამოთხის სუფევა და ოცნება შორი -
*შენ ის გრძნობა ხარ მარტო რომ ვარ და ვიღიმები* ...
ცეცხლით მდაგველი სიყვარულის მუზიკით სუნთქვა -
შენახარ გულის გამოუთქმელ სინაზით ფეთქვა ,
მარადისობის თბილი მზერა და თრობა სულთა -
შენ ის სიტყვა ხარ ღმერთს დუმილით რომ სურდა ეთქვა ...
-
შენ ის თრთოლვა ხარ რომ აყვავებს ედემის ვარდებს ,
მიყვარს უსაზღვროდ სიფაქიზის ცამდე მიყვარდე ...

კომენტარი
0