შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სონეტი 50

მარადი ერთი - ბრძოლის ველზე დგას თეთრი ღმერთი -
ვინ დაუდგება წინ მეომარს მტრის სისხლზე გეშილს ,
ხელებზე იძრობს თეთრ ხელთათმანს მეფე თვითერთი
და თეთრ დუელში იწვევს მთლიან მსოფლიოს შეშლილს !

თვალებში უკრთის იდუმალი ღვთიური ცეცხლი -
თეთრი სამება უსწოროა და უსადარო ,
კავკაზის უკვდავს სულს მოუსხავს სიფიცხე ვეფხვის -
მის წინაშე ძრწის მარად შიშით მთელი სამყარო !

წარბღრუბლულმა და არწივისებრ სივრცის მზირალმა -
ყალყზე შეაგდო თეთრი ცხენი თეთრმა მხედარმა ,
მშვილდი მოზიდა გულმიუწვდომ სულით მაღალმა -
ისრები სტყორცნა წყევლად ბოროტთ მიზნის მენცარმა !

-

მშვიდობის უფალს და ომის ღმერთს - აურჩებულმა -
ქედი უხაროს მე გირჩევდით - ყოველ სულდგმულმა !
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →