შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სონეტი 49

მარტოც გასულხარ ბრძოლის ველზე მძლე გოლიათთა ,
მხნე დიდოსტატიც ყოფილხარ და მეფე მოძღვარიც ,
ღვთიური ცეცხლის ჩირაღდანი ზე აღგიმართავს ,
შენახარ ქართველთ უძლეველი თეთრი მხედარიც ...

სულ მარტოდმარტო გიკრეფია ცისფერ სამოთხის -
მარადიული სიყვარულის თეთრი ვარდები ,
და ეკლებისგან დაჩხვლეტილი ხელების სისხლით -
შეგიღებია წითლად მხასხას გულის დარდებით ...

ცრემლთა გალობას ქართულ ზეცას წირავდი კრძალვით
და გწვავდა მუზა მიუწვდომი და სრულყოფილი ,
სვეტიცხოველის უკვდავმყოფელ მოკვეთილ მკლავით -
ცად აგიზიდავს წმინდა გრძნობა უარყოფილი ...

-

უკვდავებასთან ნაზ პაემანს გჩუქნის სიკვდილი ,
შორს ზეცას კაწრავს უერთგულეს ქალის კივილი ...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →