ჩანაწერი
Laravel
სამებისი 10
საღამოა ცისფრად მშვიდი , სუფევს ნაზი მდუმარება ,
ცაზე მთვარის თეთრ აისით თვალებს ახელს ლურჯი ღამე ,
სიყვარულის ნაზ ჰანგებით იწყებს გული მქუხარებას
და ოცნების ლურჯ ქალღმერთის სილამაზე სულს აწამებს ...
ხატავს ბავშვი ლურჯ პრინცესას სხივთმთოვ სახეს მოელვარეს -
თეთრი მთვარე მფიფქვარ სულით ოცნებებში მას იტაცებს ,
თეთრ რაშებ ბმულ ფაეტონით იგ მიჯნური სერავს არეს -
ლურჯ პლანეტის ლურჯ კოშკიდან ფრთალურჯ ქალწულს ის იტაცებს ...
ლურჯად მციაგ სავალსო ჰოლ გალაქტიკურ დარბაზისკენ :
მიაქროლებს მოყმე სატრფოს ვარსკვლავების ნაზ მეჯლისზე ...
ცის მაესტრო ფიფქვით ანთებს სივრცეს ღვთიურ სინაზისკენ :
უკრავს მთვარე სიჩუმის ჰანგს მზიან ღამის ქნარის სიმზე ...
-
მუქლურჯ ცაზე ნაზ ვალსს ცეკვავს ორი ბავშვი ერთი სულის ,
მზერით მთრთოლვარ ზარებს რეკავს ნაზი ჰანგი სიხარულის ,
სული ვარდის და ზამბახის ცაზე ერთურთს ჩუმად ეტრფის -
და მათ შორის იბადება სიყვარულის თეთრი ღმერთი ...

კომენტარი
0