შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ლედი ივნისელს

გტრფობ მუზების ჯადოქარი -
ეშხიანი შენ ხარ ქალი ,
ქრი ფიქრებში როგორც ქარი -
ქარი სულით იდუმალი ...

შენ სიტურფით მე ვარ მთვრალი -
ხარ ქართველი ამორძალი ,
გევხარ ფრთანაზ ქალღმერთ დალის -
ამ ლექსის მზე დედოფალი ...

მგალობელი სირინოზი -
სიყვარულის ლურჯ ზღაპარის :
შენ ხარ ნაზი ანგელოსი -
პოეზიის თეთრ ტაძარის ...

მი სულს მარად ამოძრავებს -
სიყვარული ბობოქარი ,
მუზების ხატს ვაუკვდავებ -
მე არა ვარ ჯადოქარი ...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →