შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მარკიზას

სასწაულის წამი რეკდეს ცისფერ ზარებს -
მსურს რომ ვიყოთ ერთად და ცა თოვდეს ფიფქებს ,
ფიფქები მისდევდნენ მქროლვარ და თბილ ქარებს -
მსურს ოცნების სულით გჩუქნიდეთ ნაზ ფიქრებს...

ტრფიალის ჰანგებით გულზედ გეამოროთ -
მინდა შეგადაროთ ცეცხლოვან ავრორას ,
მსურს თქვენმა მარკიზმა ხელზე გეამბოროთ -
მი ფრთათეთრ მარკიზა ნაზ ელეონორას ...

მსურს მზერა ვესროლო თქვენს უნაზეს თვალებს
და ავხატო თქვენთვის თეთრი რევერანსი ,
ლურჯი კაბით მოსილ სულით ფრთიან ანგელს -
მსურს გეცეკვოთ ფიქრთა ნაზი სულის ვალსი ...

ოქროსფრად ბრწყინავდეს - გიწეწავდეთ ქარი -
მსურს სინაზეს წვიმდეს - თქვენი თმები - ქერა ,
ცა ფიფქებს ფიფქავდეს და გალობდეს ქნარი -
მსურს სიყვარულს თოვდეს თქვენ თვალების მზერა...

მსურს თითებით მოვწვდე მა საფერებ თითებს
და არსება ნაზი მკლავში მოვაქციო ,
ტრფიალებით წვავდეს თვალების ცა თვალებს -
ნელი ცეკვით მსურს რომ ღრუბლებში აგწიოთ ...

მისდევენ ფიფქები მქროლვარ და თბილ ქარებს -
ისმის ნაზი სუნთქვა მშვიდი მდუმარების ,
სასწაულის წამი რეკავს ცისფერ ზარებს -
გულთ ფრთაასხმულ სულთა სპეტაკ ამბორების ...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →