ჩანაწერი
Laravel
სონეტი 41
ფიფქავდა მთვარე იისფერი თოვლით თოვლილი -
როს ცამ მოგიძღვნა სიყვარულის წმინდა ყვავილი ,
ო შეგიყვარდა სულწაწალი გულის დობილი
და გამიჯნურდი უკვდავებით მოყმე ყმაწვილი ...
ცად ცისკრის ვარსკვლავს უცისფრესი ცეცხლი ეკიდა -
ოდეს დაგწყევლა სიყვარულმა წითელ ვარდებით ,
პოეტის სულით ვისაც წელზე მოხვევ ხელს მშვიდად -
ვაი მას ვისაც - ერთხელ სულით შეუყვარდები ...
ვის გზას უჩვენებ თეთრ სასახლის ლურჯ ვერსალისკენ
და იისფერი ფიფქთა ვალსით დათოვ მზერიდან ,
ვის თეთრ რაშებით გაიტაცებ ლურჯ მწვერვალისკენ -
ვაი მას ვისაც მოუწყვიტავ ვარსკვლავს ზეციდან ...
-
ვის სიყვარულის წმინდა ყვავილს უძღვნი გულიდან -
ვაი მას ვისაც მზერას ესვრი ცისფერ სულიდან ...

კომენტარი
0