შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სონეტი 36

ღამეებს ათევს ცაზე მთვარე ცისფერ ოცნებით ,
ცის ვარსკვლავური ფარდებიდან მათოვს ზმანება ,
ვერ გაგაოცებ თუმც კოცონის ცეცხლის კოცნებით -
მაინც მწადია შენი სულის აჩირაღდნება ...

სასწაულის მთოვ სიხარულის გამონათებად
და ყოველივეს უეცარეს ასაოცრებად :
ო როგორ მიყვარს შენ თვალების შემოფეთება
და მთელ არსების სიყვარულით აცახცახება ...

ო შენი ტრფობით გულს ნთებული ცეცხლის არული ,
მთვარის სხივთ შუქზე შენ დალალთა ალილიება ,
თვალები დილის - შვლისებრ ნაზი და დაცვარული ,
ო მე მანცვიფრებს შენს ღაწვზე მყვავ: ლალთ ციალება ...

შენ სიყვარულის მუზიკა ხარ და მუზა ნაზი ,
ვემიჯნურები იმ ანგელოზს მხარზე რომ გაზის ...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →