ჩანაწერი
Laravel
ზამთრის სარკე
ცის მციაგი მწვერვალებით -
ვხატავ სარკეს თეთრი ზამთრის ,
ვერცხლით მციმციმ კრისტალების -
ფანტელები ციდან ბარდნის ...
ფიფქვა-თოვით - ფანტელთ ქროლვით -
ათრობს თოვლი არემარეს ,
ყოვლის თრთვილით გადაბროლვით -
თოვლი თვალებს აელვარებს ...
ცა ანთია ლურჯი მთვარით
და თოვს მცახცახ აისებით ,
გალობს გლუვი სიელვარით
კრთომა ყინვის საწმისების ...
თოვლს მნათს ჭირხლის ხავერდებით
მთვარის შუქი აიისფრებს ,
მჭვირვალ თეთრი შადრევნებით -
ყინვა ხეებს ათილისმებს ...
მოკამკამე კრისტალების -
მბრწყინ თვალებით ნაალმასებ :
ყინვით ნალეს ვერსალებით -
ელავს არე ვით სასახლე ...
ვალსისფერი თოვა-ქროლვით -
ცით თოვს თოვლი ვერცხლისფერი ,
ფიფქვით ვმღერი სული თოვლის -
სათუთ თრთოლვით შენთვის მერი ...
ქათქათა და თოვლისფერი -
მათოვს შენი სახე მქრთალი ,
მათოვს ფიფქი სევდისფერი
და ოცნებით მე ვარ მთვრალი ...
ქროლვა - თოვა - ჟრუანტელი ,
წმინდა გრძნობა პირველ ყოვლის ,
სულთა ვალსი და ფანტელი -
ათოვს თვალებს თრთოლვა თოვლის ...
-
მე და შენ ვართ და ფიფქთ თოვა -
მხოლოდ თოვა თუ მახარებს ,
ვუსმენ ფიფქთ ზარს და ცრემლთ გლოვას -
კვლავ მარტო ვარ და ვხარხარებ ...
ვხატავ სარკეს თეთრი ზამთრის ,
ვერცხლით მციმციმ კრისტალების -
ფანტელები ციდან ბარდნის ...
ფიფქვა-თოვით - ფანტელთ ქროლვით -
ათრობს თოვლი არემარეს ,
ყოვლის თრთვილით გადაბროლვით -
თოვლი თვალებს აელვარებს ...
ცა ანთია ლურჯი მთვარით
და თოვს მცახცახ აისებით ,
გალობს გლუვი სიელვარით
კრთომა ყინვის საწმისების ...
თოვლს მნათს ჭირხლის ხავერდებით
მთვარის შუქი აიისფრებს ,
მჭვირვალ თეთრი შადრევნებით -
ყინვა ხეებს ათილისმებს ...
მოკამკამე კრისტალების -
მბრწყინ თვალებით ნაალმასებ :
ყინვით ნალეს ვერსალებით -
ელავს არე ვით სასახლე ...
ვალსისფერი თოვა-ქროლვით -
ცით თოვს თოვლი ვერცხლისფერი ,
ფიფქვით ვმღერი სული თოვლის -
სათუთ თრთოლვით შენთვის მერი ...
ქათქათა და თოვლისფერი -
მათოვს შენი სახე მქრთალი ,
მათოვს ფიფქი სევდისფერი
და ოცნებით მე ვარ მთვრალი ...
ქროლვა - თოვა - ჟრუანტელი ,
წმინდა გრძნობა პირველ ყოვლის ,
სულთა ვალსი და ფანტელი -
ათოვს თვალებს თრთოლვა თოვლის ...
-
მე და შენ ვართ და ფიფქთ თოვა -
მხოლოდ თოვა თუ მახარებს ,
ვუსმენ ფიფქთ ზარს და ცრემლთ გლოვას -
კვლავ მარტო ვარ და ვხარხარებ ...
Laravel
კომენტარი
0