ჩანაწერი
Laravel
ახალი წლის არია
აცურებს ტბად და კოსმოსზე ანთებს -
ოქროსფერ ნავებს და ვარსკვლავებსა ,
ისვრის ამური ცით ოქროს ანკესს
და იჭერს ნატვრით ოქროს თევზებსა ...
შევარდენისებრ ალესილ მზერით -
სივრცეებს კიდებს მზვერავ თვალებსა ,
წმინდა ცაზე ქუხს ქართულ სიმღერით
და ველურ მუსტანგს აგელავებსა ...
ფიქრის მაესტრო იგ ფრთა-ესთეტი
ტრფობის უფალი მგოსანი მეფე :
არს ტიტან სულის ავტორიტეტი
და სიყვარულის მარადი ნეფე ...
გულზედ მიჯნურის აზის იარა -
მზეთა დიდების მნათობთა თანადს ,
მაღალ შუბლს უმკობს ცეცხლის ტიარა -
გრაალის რაინდთ გვარდიის თავადს ...
სარანგის ჩინის ორდენოსანი -
მეწამულ ვარდის მტვირთველ გულითა :
გრგვინავს ცით ეკლის გვირგვინოსანი -
სულითა ცეცხლით დადაგულითა ...
---
ეტრფის სინაზით სამოთხის გვრიტებს
და ალერსს ჩუქნის მნათ ანგელოსებს ,
აგროვებს მნათე ცრემლთ მარგალიტებს
და ყელზე აბავს ნაზ მანდილოსნებს ...
ვით ბულბული სულთ გულზედ ადნება -
მგალობელ ფიფქთა ალაჟვარდებით ,
და ელანდება ანავარდება -
ლერწამ ქალწული წითელ ვარდების ...
---
სულით ციმციმებს ღვთაება ნაზი -
გალაქსიურ ლურჯ მთრთოლ ლაჟვარდებით,
მას ზამბახს ღაწვზედ ხალები აზის
და ათრობს ამურს ფაქიზ ფარდებით ...
თეთრი ქალღმერთის მარმარილოს ძეგლს -
მუზების მეფას და სულს მშვენიერს :
ნაზთ მუზეუმში უდგამს ტრფობის ძე -
სახე მქრთალ ქალწულ ტურფა მერიემს ...
ნიამორესა სულმორცხვ ცის იას -
მთის ბროლოსანსა მნათ ვარდ თეთრ ევას ,
სარო ტანიან ფრთანაზ ლილიას -
მზე მლოცვარ სხივთა ათოვს სუფევას ...
---
სანთელი ჩუმი ლივლივით იწვის -
ფრთალურჯი ალნი თვალებში კრთიან ,
სიყვარულის ცა გულს ციმციმ ყვავის -
სულის სიმები სინაზით თრთიან ...
სერაფიმის ფრთით ახატავს ზეცას
და ოქროცურვილ ცეცხლის სხივებს წვიმს ,
მწველი მუსიკის ნოტთ სუნთქვა წყდება -
თეთრი მაესტროს ვიოლინოს სიმთ ...
ხელთ ვერცხლის ქნარი უპყრია სპეტაკ -
უნაზეს სულის მნათე ქეთევანს ,
თოვს ფრთაიისფერ მომღერალ ნოტებს
და სივრცეებს ჰფენს ცისფერ სუფევას ...
ვერცხლის თითებით კოცნის მთოვარე -
ცისფერ კლავიშებს თოვლის პიანოს ,
მზის ოქროს არფას უკრავს ბარბარე -
ცა ცრის სამოთხეს მოიიანოს ...
სიმებზე ცურვენ თითები ნაზის -
არფა მოოქრილ ფრთიან ჰანგებს თოვს ,
ხმას სიყვარულის კამარა აზის -
ცის პრიმადონა უგალობს სულს მთოვს ...
აფრქვევს მეწამულ მზის ბრწყინვალებას
და სულკრისტალურ ფანტელებს ბარდნის ,
მარადისობის მნათ სულნელებას
ჰფენს არე-მარეს ლიბანის ვარდი ...
ჰაერში დათრთის სინაზის სული -
სულში სათუთი ჰანგები ჰქრიან ,
ამურესები ცით სიყვარულის -
ცისარტყელების ამფორებს ღვრიან ...
თოვს ტრფიალების ხალას ღიმილებს
ანგელოსების ცისფერი ვალსი ,
ქუხს ბავშვი სულით კისკას სიცილებს -
ო ეს გრძნობაა არსობის არსი ...
---
მზეო მარიამ ვთრთი ვით ამური ,
მნუსხავს სინაზის თეთრი ტაძარი ,
ანგელთ გალობის ხმები ღვთიური ,
ო , ეს სიმშვიდე არის ზღაპარი ...
ო , ეს სინაზე , ამბორი ფრთათა ,
რა სათუთია განცდა ციურის ,
სულს ათოვს ფიფქი მთიურ წმიდათა ,
მზეო მარიამ ვთრთი ვით ამური ...
ქათქათებს თქვენი თოვლის თითები -
მათრთოლებს თოვის ბაიათები ,
მათოვს სათუთი ცათა მითებით -
თქვენი თვალების ათინათები ...
ჰბრწყინავ მიუწვდომ მზის მწვერვალებით
და სიყვარულის იავნანურით ,
მანთებს ზმანება მთრთოლ ლაჟვარდებით ,
მზეო მარიამ ვთრთი ვით ამური ...
მთოვს სისპეტაკეს თეთრ სიყვარულის
სულმოციმციმე ფიფქთა არული ,
კამკამებ სულში მზე სიხარულის -
მზეო მარიამ ვთრთი ვით ამური ...
---
დალალ ნაკოცნი - ქალწული ნინოს -
ცაზე ანთია - ვაზისა ჯვარი ,
მასმევს თასიდან უძველეს ღვინოს -
კაბადოკიელთ მზიური გვარი ...
ქედს ვუხრი ცათა უნაზეს ასულს -
მეფეთა მეფას მნუსხავს ჯავარი ,
ვეამბორები ციმციმ ჰმბრსწყინვალ სულს -
შვიდმნათობიერ მზიურ თამარის ...
---
დი გრაცია და თეთრ მწვერვალებით -
მიაშრიალებ თოვლისფერ კაბას ,
შენ ფრთაოქროსფერ ნატერფალებზე -
ყვავის ედემის ია და ბალბა ...
სისპეტაკეა სიყვარულისა
ჭეშმარიტება და სილამაზე ,
მზეცაო ნინა წმინდა სულითა
ეს უკვდავი ცა შენ აანაზე ...
უცეცხლოვანეს თრთოლვად სულს ანთებ
უსპეტაკესი ფრთათა ალერსით ,
ო არ არსებობს სხვა სისათუთე -
მსგავსი სინაზის სხივით ნალესი ...
სიყვარულის მზით მყვავი ვაზია -
შენი ვენახი ისხამს ლურჯ მტევნებს ,
შენ თითთ შეხება ისე ნაზია -
რომ ცაზე ანთებს სამოთხის მზეებს ...
---
ო ეს ზმანება ცის ზღაპარია ,
ვუცქერ და გული მომღერალია ,
ვგალობ ცის ერთად ფრთანაზ არიას ,
ვთრთი ვით ამური და მიხარია ...
ოქროსფერ ნავებს და ვარსკვლავებსა ,
ისვრის ამური ცით ოქროს ანკესს
და იჭერს ნატვრით ოქროს თევზებსა ...
შევარდენისებრ ალესილ მზერით -
სივრცეებს კიდებს მზვერავ თვალებსა ,
წმინდა ცაზე ქუხს ქართულ სიმღერით
და ველურ მუსტანგს აგელავებსა ...
ფიქრის მაესტრო იგ ფრთა-ესთეტი
ტრფობის უფალი მგოსანი მეფე :
არს ტიტან სულის ავტორიტეტი
და სიყვარულის მარადი ნეფე ...
გულზედ მიჯნურის აზის იარა -
მზეთა დიდების მნათობთა თანადს ,
მაღალ შუბლს უმკობს ცეცხლის ტიარა -
გრაალის რაინდთ გვარდიის თავადს ...
სარანგის ჩინის ორდენოსანი -
მეწამულ ვარდის მტვირთველ გულითა :
გრგვინავს ცით ეკლის გვირგვინოსანი -
სულითა ცეცხლით დადაგულითა ...
---
ეტრფის სინაზით სამოთხის გვრიტებს
და ალერსს ჩუქნის მნათ ანგელოსებს ,
აგროვებს მნათე ცრემლთ მარგალიტებს
და ყელზე აბავს ნაზ მანდილოსნებს ...
ვით ბულბული სულთ გულზედ ადნება -
მგალობელ ფიფქთა ალაჟვარდებით ,
და ელანდება ანავარდება -
ლერწამ ქალწული წითელ ვარდების ...
---
სულით ციმციმებს ღვთაება ნაზი -
გალაქსიურ ლურჯ მთრთოლ ლაჟვარდებით,
მას ზამბახს ღაწვზედ ხალები აზის
და ათრობს ამურს ფაქიზ ფარდებით ...
თეთრი ქალღმერთის მარმარილოს ძეგლს -
მუზების მეფას და სულს მშვენიერს :
ნაზთ მუზეუმში უდგამს ტრფობის ძე -
სახე მქრთალ ქალწულ ტურფა მერიემს ...
ნიამორესა სულმორცხვ ცის იას -
მთის ბროლოსანსა მნათ ვარდ თეთრ ევას ,
სარო ტანიან ფრთანაზ ლილიას -
მზე მლოცვარ სხივთა ათოვს სუფევას ...
---
სანთელი ჩუმი ლივლივით იწვის -
ფრთალურჯი ალნი თვალებში კრთიან ,
სიყვარულის ცა გულს ციმციმ ყვავის -
სულის სიმები სინაზით თრთიან ...
სერაფიმის ფრთით ახატავს ზეცას
და ოქროცურვილ ცეცხლის სხივებს წვიმს ,
მწველი მუსიკის ნოტთ სუნთქვა წყდება -
თეთრი მაესტროს ვიოლინოს სიმთ ...
ხელთ ვერცხლის ქნარი უპყრია სპეტაკ -
უნაზეს სულის მნათე ქეთევანს ,
თოვს ფრთაიისფერ მომღერალ ნოტებს
და სივრცეებს ჰფენს ცისფერ სუფევას ...
ვერცხლის თითებით კოცნის მთოვარე -
ცისფერ კლავიშებს თოვლის პიანოს ,
მზის ოქროს არფას უკრავს ბარბარე -
ცა ცრის სამოთხეს მოიიანოს ...
სიმებზე ცურვენ თითები ნაზის -
არფა მოოქრილ ფრთიან ჰანგებს თოვს ,
ხმას სიყვარულის კამარა აზის -
ცის პრიმადონა უგალობს სულს მთოვს ...
აფრქვევს მეწამულ მზის ბრწყინვალებას
და სულკრისტალურ ფანტელებს ბარდნის ,
მარადისობის მნათ სულნელებას
ჰფენს არე-მარეს ლიბანის ვარდი ...
ჰაერში დათრთის სინაზის სული -
სულში სათუთი ჰანგები ჰქრიან ,
ამურესები ცით სიყვარულის -
ცისარტყელების ამფორებს ღვრიან ...
თოვს ტრფიალების ხალას ღიმილებს
ანგელოსების ცისფერი ვალსი ,
ქუხს ბავშვი სულით კისკას სიცილებს -
ო ეს გრძნობაა არსობის არსი ...
---
მზეო მარიამ ვთრთი ვით ამური ,
მნუსხავს სინაზის თეთრი ტაძარი ,
ანგელთ გალობის ხმები ღვთიური ,
ო , ეს სიმშვიდე არის ზღაპარი ...
ო , ეს სინაზე , ამბორი ფრთათა ,
რა სათუთია განცდა ციურის ,
სულს ათოვს ფიფქი მთიურ წმიდათა ,
მზეო მარიამ ვთრთი ვით ამური ...
ქათქათებს თქვენი თოვლის თითები -
მათრთოლებს თოვის ბაიათები ,
მათოვს სათუთი ცათა მითებით -
თქვენი თვალების ათინათები ...
ჰბრწყინავ მიუწვდომ მზის მწვერვალებით
და სიყვარულის იავნანურით ,
მანთებს ზმანება მთრთოლ ლაჟვარდებით ,
მზეო მარიამ ვთრთი ვით ამური ...
მთოვს სისპეტაკეს თეთრ სიყვარულის
სულმოციმციმე ფიფქთა არული ,
კამკამებ სულში მზე სიხარულის -
მზეო მარიამ ვთრთი ვით ამური ...
---
დალალ ნაკოცნი - ქალწული ნინოს -
ცაზე ანთია - ვაზისა ჯვარი ,
მასმევს თასიდან უძველეს ღვინოს -
კაბადოკიელთ მზიური გვარი ...
ქედს ვუხრი ცათა უნაზეს ასულს -
მეფეთა მეფას მნუსხავს ჯავარი ,
ვეამბორები ციმციმ ჰმბრსწყინვალ სულს -
შვიდმნათობიერ მზიურ თამარის ...
---
დი გრაცია და თეთრ მწვერვალებით -
მიაშრიალებ თოვლისფერ კაბას ,
შენ ფრთაოქროსფერ ნატერფალებზე -
ყვავის ედემის ია და ბალბა ...
სისპეტაკეა სიყვარულისა
ჭეშმარიტება და სილამაზე ,
მზეცაო ნინა წმინდა სულითა
ეს უკვდავი ცა შენ აანაზე ...
უცეცხლოვანეს თრთოლვად სულს ანთებ
უსპეტაკესი ფრთათა ალერსით ,
ო არ არსებობს სხვა სისათუთე -
მსგავსი სინაზის სხივით ნალესი ...
სიყვარულის მზით მყვავი ვაზია -
შენი ვენახი ისხამს ლურჯ მტევნებს ,
შენ თითთ შეხება ისე ნაზია -
რომ ცაზე ანთებს სამოთხის მზეებს ...
---
ო ეს ზმანება ცის ზღაპარია ,
ვუცქერ და გული მომღერალია ,
ვგალობ ცის ერთად ფრთანაზ არიას ,
ვთრთი ვით ამური და მიხარია ...
Laravel
კომენტარი
0