შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სონეტი 34

ფრთაიისფერი ამბორები გულის ტუჩებმა
და ალერსი ფიფქთ ჩემი სულის თეთრ მწვერვალებმა :
ო ჭაბუკური სიკისკასით ანთებულებმა -
მთელი სამყარო შემოგწირეს ჩემმა თვალებმა ...

ყველა დროს მისი პრინცესა და პოეტი ყავდა -
ყველა დროს სდევდა თვისი სევდა და ნაზი დარდი ,
გულში სიყვარულს მიჯნური სულ ცრემლებით რწყავდა ,
ო ზეცამ იცის ვით მიყვარდი მი სულის ვარდი ...

მიჯნურნი გულით ედემალურ ეპოქებს ჰქმნიდნენ -
ო მადონები ჰქმნიდნენ მუდამ მათ სულში ამინდს ,
პოეტებს მარად მშვენიერი დონები სჯიდნენ -
შენ რას დაარქმევ ჩემო მერი შენს ჯვარცმულ რაინდს ...

გულზე უკვდავი სიყვარულის კამარა მაზის -
არავინაა ამორძალო შენსავით ნაზი ...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →