ჩანაწერი
Laravel
სიტყვით სიყვარულის
1
უშობლის სული ციდან დაჰღმუის
თეთრ მესიეთის იისფერ მხარეს ,
ყალყზე აყენებს თეთრ რაშს ამური -
თეთრ ფიფქებს ბარდნის რაინდი მთვარე ...
ადგას გვირგვინი თოვლის მყინვარის
და ნათობს ღვთიურ იდუმალებით ,
დგას წმინდა მთა და ფიქრთ შარავანდით -
თეთრად სუდრული ქუხს მდუმარებით ...
-
ბეთლემის ლომი მთიდან ღრიალებს
და ქართული მზე ბრდღვინავს ალიონს ,
ოქროს სხივებმა ცეცხლით იალეს -
სივრცე აბოლებს ნისლის ყალიონს ...
სისხამ შეჰყივის ქართულ ცისკარსა -
არწივისაა ცის სამფლობელო ,
ლურჯ კოსმოსზე კრავს სულის კამარას
გალაქტიკური მზის სამლოცველო ...
ცაზე მაგიურ ღვთიურ ჰანგებით -
ფრთაცისფერ ჰიმნებს ქუხს საანგელო ,
და ლეგენდარულ თეთრი რაშებით -
მქროლვარ ქარებად ქრის საქართველო ...
-------
---
-
ააალმასა მზის ბრწყინვამ სიტყვა -
ღვთიური სიბრძნით ნახავერდები ,
რომელშიც ჩუმად მჩქეფარე გრგვინავს -
სიცოცხლის სულის ფიფქთ ჩანჩქერები ...
ფიფქთა მნათ ნათელს თან ახლავს თეთრი
იესოს ვარდის ცისფერი დარდი ,
რომელს სდევს კრისტალ სინაზის მკვეთრი
ცის საიდუმლო სერობის მადლი ...
-
ვარ შემოქმედი სულის ქორწილის -
ო საქართველოს დიდებას ვქმნი მე ,
ყოვლის მემკვიდრეს და თეთრ მეფისწულს -
ამყავს თეთრ ტახტზე სიყვარულის მზე ...
თეთრ სიყვარულზე ვუმღერ ამორძალს -
მე ვმღერი ქართულ სევდის დიდებას ,
ვჩუქნი თეთრ შროშანს ქალწულ პატარძალს
და ველი მზე როს ამობრწყინდება ...
მფიფქვარ კაბაში მოსილ დედოფალს -
ივერია გავს ორსულ მადონას ,
ო იგი მალე - შობს მზეს იდუმალს -
რომელ თოვს ცეცხლით ერის ნათლობას ...
-------
---
-
მნათ თოვლის კრისტალ თეთრ სასახლეში -
ასე მხოლოდ მგე - ფიფქთ მეფე დადის ,
ათსიმიან ჩანგს აკვნესებს მესხი
და უგალობს სულს უთეთრეს ვარდის ...
-
ზეცის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის
ქნარნი უპყრიათ ფრთანაზ მადონებს ,
ქნარიდან მთოვარ თვალებში უთრთით
კრისტალი ლოცვა თეთრ იადონებს ...
უკვდავ სამების მაღალ დიდებას -
არა აქვს ბოლო ღვთიურ წყალობას ,
ო ზეციდან თოვს ფრთათეთრ ფიფქებად
ავე მარიას თეთრი გალობა ...
-
ქსოვს თეთრ ხელებით თბილი ბებია
და საშობაო - ცით ფანტელთ ბარდნის ,
თეთრწვეროსანი თოვლის ბაბუა -
ხუცესის მთიურ მღერის ჩუმ დარდით ...
ყველაფერ ქართულს - ყოველ ქართულ სულს -
გულს სიყვარულის გამობრწყინებად :
ერთ ოჯახად კვრის იბერთ მნათ სულს სრულს -
ცის ბუმბერაზი უთვლის - დიდებას !
-------
---
-
2
"ჩაუმქრალ სანთელთ" გშვენის გვირგვინი -
აჭარელი მზე ქართველობ განა ,
ო ეს ლექსი მნათ და მაღალ სიტყვის -
შენ ემბაზთ სხივთ ქვეშ ზე განიბანა ...
-
სიყვარულით და ზღვაურ გულ-ღელვით ,
ავ მუსაიფით , მშვიდი აზმნობით ,
კეთილის ლოცვით , ეშმაკის წყევლით -
მე მოვიპოვე პური არსობის ...
ვით მეფსალმუნე დიდმა დავითმა -
მე გოლიათებს გავუპე შუბლი ,
ჩემი დიდება ცამდე ავიდა -
მე უქრობელი ავანთე შუქი !
-
მქუხ ხორუმით და მთიულურ გზნების -
მზიურ ცეცხლოვან ტემპერამენტით :
რომანტიული ქართულ ცეკვების -
გენიით როკავს ივერთა ღმერთი !
სამყაროს სულის უძირო სიღრმის
და მწვერვალების ყველა პოემა :
ქართული მზე და მთიები ცისკრის -
გულშია ცათა უსაზღვროება !
-
წარბდაღრუბლულსა ვაჟას სამშობლოს
აუსხავს ტანზე რწმენის აბჯარი
და ხელთ უპყრია მარად საბრძოლო
ქართული სიტყვის მტკიცე ფარ-ხმალი ...
გულთ ამოცანის ხსნის ყოველ გრძნობას
იბერთ გენიის სიტყვის მესსია ,
ყოვლადს ურყევი სდევს ნებისყოფა -
ქართული ყოვლად ურთულესია ...
გავს ყოვლის მხილველ მემატიანეს
ანგელთანგელი ხილვის მთიები :
სიტყვა - ღმრთის თვალთა ჭვრეტს ოკეანეს
და ხატავს მსუფევს მფიფქვარ ფიქრთ ფრთებით ...
მოგევს თეთრ ცხენზე ამხედრებული -
არწივულ მზერის ლომივით მყეფე :
თეთრ ჩოხაში და თეთრ ახალუხში -
თეთრ ყაბალახით - შემოსილ ნეფეს ...
-
ო შენს დიდებას ამკობს ამინით -
შენივ უკვდავი მთრთოლვარე გული ,
სიტყვავ ბებერო ეს რა პატივით -
შეგიმოსია ქართული სული ...
-------
---
-
მათოვს ცა მზერის აალმასებას
და თავზე მადგამს მოწამის გვირგვინს ,
ცხოელი სულის ვარ სახარება -
აწ ბიბლიურ მზის სამოსით ვივლი ...
ცეცხლის ხალენი მოვიცვი მეფემ -
შევსვი ფიალა რისხვის ჰაშიშის ,
წმინდა მცნებათ მგმობთ არწივმ შევყეფე -
გწეოდეთ მი თვალთ წყევლა საშიში ...
თვის გულის სისხლით თოვლი შეღება -
მგემ ცის არტისტულ წითელ ვარდისთვის ,
ბევრს ეკრძალება ხელის შეხება -
ო ამ კურთხეულ წმინდა ფარდისთვის ...
წყეულმც იყოსა ვინაც შებილწოს -
ქართვლის დედისა ლურჯი ლეჩაქი ,
მსურს ქართულ გულში დედა მზე იყოს
და სულ ყვაოდეს სულში ვენახი ...
სულის მტევანთგან გამოწურულსა -
ტრფიალით სვამდეს სისხლისფერ ღვინოს ,
ვაჟკაცურ რწმენით შუბლმოღრუბლულმა -
ქართულმა გულმა მსურს სულ იგრგვინოს ...
-------
---
-
3
ანთება სულით მაღალ თავადის
და თეთრ მაგისტრის შავი გაგებით :
მხრებზე მოგდება შავი ნაბადის -
კაცს უნდ ძალუძდეს გააბრაგება ...
სიმართლე არის სოფლის მარილი -
აქვს მოღალატის განგმირვის ნებაც ,
მიჯნური არის სულით მარტვილი -
ძმადნაფიცობის არ უხვევს ცნებას ...
მუშტის შეკვრის და გრგვინვის უფლება -
აქვს მხილების და შენდობის ძალაც ,
სადაც არა ღირს იქ გაჩუმება -
ბრძენს ძალუძს დურაკთ მიუდგეს ჰალად ...
მხოლოდ სულით და გულით ქართველს აქ -
მზის თეთრ სუფრასთან მისვლის უფლება ,
ლურჯ ცეცხლთან ბჭობის ნება მასა აქ -
ვინც ეტრფის სულის თავისუფლებას ...
ო უნდა ჰქონდეს კაცს ზე თვისება
და ჩუმი რიდით - ზრდილობით თოვდეს ,
რომ ღმრთის წინაშე დგომის უფლება
და სადღეგრძელოს თქმის ნება ჰქონდეს ...
-------
---
-
მშვენიერებებს ,ფრთიან შედევრებს ,
მნათ სასწაულებს , მაღალ მწვერვალებს ,
მწვერვალთ მზეებს და სხივთა ამბორებს ,
თვალები უნდა თოვდნენ ჩქერალებს ...
ანთებდნენ რწმენით თეთრ ანგელოსებს ,
გული მოსტაცონ შორეულ დონებს ,
თვალებმა უნდა მიწვდნენ თეთრ ლოცვებს
და სულთა მეტრფე მზე იადონებს ...
ცას და ყვავილებს, ცისფერ სამოთხეს ,
სასუფეველის ნეტარ სუფევას ,
თვალები უნდა თოვდნენ სინათლეს
და უგულწრფელეს თავისუფლებას ...
ჩუმად იწვოდნენ ტრფობით ფარულით -
ღირსებით სუნთქვა აიდუმალებს ,
უნდა ნაღმავდნენ ცას სიყვარულით -
თვალებმა უნდა შეჰბრწყინონ თვალებს ...
სათნოებას და მადლით ნათებას -
სიკეთის სულს და ვარსკვლავურ ღამეს ,
მთრთოლვარე ფიქრით სულის ანთებას -
თვალები უნდა ხატავდნენ რამეს ...
-------
---
-
4
არ შემიყვაროთ ვით თქვენი ერთი -
თორემ მოგისევთ მყინვარ ფიფქებსა ,
დაწყევლილი ვარ ამური ღმერთი -
მი სიყვარული ზეცად შლის ფრთებსა ...
მე თეთრ ქალღმერთის მიჯნური სული -
გაჭრილი სულ სხვა ფერთ სინაზეში :
ვარ ღვთიურ ცეცხლით დაჭრილი გულში
და ვიწვი ჯვარცმულ სილამაზეში ...
მი სული ყვავის სისპეტაკეში -
ვყვარობ სიწმინდეს გულის ღვთაების ,
გიზგიზებს მწველი ცეცხლი თვალებში
და მიჯნურს მდაგავს ცრემლი ვაების ...
ო შემიყვარეთ - მხოლოდ ფრთაებით ,
არამიწიერ მე გრძნობას ვეტრფი ,
სიყვარულს ვეტრფი მხოლოდ ღვთაებრივს,
მი წყურვილს ამინს დუმილით ვეტყვი ...
არ შემიყვაროთ ვით თქვენი ერთი -
თორემ გულს გატკენთ ფრთანაზო მისის ,
ვარ სიყვარულით დაჭრილი ღმერთი -
ჩემი ოცნება მხოლოდ ცამ იცის ...
-------
---
-
სული ანგელთა ნაამურალი -
მზიურ სხივების ბრწყინვად აშლილა ,
ცის ლურჯ ტუჩებით ნაამბორალი -
ბაგე ნაფიფქვარ დაგვამ დალილა ...
სევდის პიანოს ვიღებ აკორდებს
და ჩემს წამებას თამამად ვმღერი ,
ჩემს მტანჯველს ვუსევ სულზე ამბორებს -
მე მიჯნური ვარ მი თეთრი მერის ...
მმოსევს დიდება მაღალ თვითერთის
და თეთრ ფიფქებს ვთოვ მი მწვერვალთაგან ,
თეთრი ბახუსის ვხარხარებ ღმერთი -
ვხარხარებ და მდის ცრემლი თვალთაგან ...
-
გულით ნატიფ და გრძნობით აზიზი
და სათნო მზერის ოცნება მშვიდი :
ო მე მნუსხავდა მთრთოლ და ფაქიზი -
მისი თვალების ცისფერი ბინდი ...
რაღაც უთქმელმა დამჭრა ზევიდან
და საოცრებამ დანაღმა სული :
ოდეს მზიური მასში შევიცან
გატანჯულ ბავშვის სათუთი გული ...
ო მწვავდა მისი ნაზი ფრთაები
და ცრემლით სავსე სული ციერი ,
მე მასში ვჭვრეტდი სპეტაკ ღვთაების -
ანგელოს ასულს მნათე იერით ...
ეს უსასრული მთელი საწუთრო -
ღირდა იმ გრძნობის ერთ გაღიმებად ,
იმ წამს მოთოვეს ჩემში ქალწულის -
სულის ხატება - სერაფიმებმა ...
ჟრუანტელების ფიფქმ დამიარა -
მისმა სახებამ სულში იალა ,
იმ თვალთა ცეცხლს და ცისფერ იარას -
ო მე ვეტრფი კვლავ იმ სულს - ცქრიალას ...
გულს უმაღლესი ათოვდა სევდა -
გალობდა კრძალვით - იწვოდა ჩუმად ,
ეს იყო ერთხელ - როს სული ჭექდა
და სიყვარულის გენიით ქუხდა ...
რა დამავიწყებს იმ ცისფერ ცრემლებს -
ო რა გულწრფელი მზით ვკვნესდი მაშინ ,
მე სიყვარულზე ვიმღერე ერთხელ -
კვლავ იმ მწვერვალზე ვქრი მი თეთრ რაშით !
უშობლის სული ციდან დაჰღმუის
თეთრ მესიეთის იისფერ მხარეს ,
ყალყზე აყენებს თეთრ რაშს ამური -
თეთრ ფიფქებს ბარდნის რაინდი მთვარე ...
ადგას გვირგვინი თოვლის მყინვარის
და ნათობს ღვთიურ იდუმალებით ,
დგას წმინდა მთა და ფიქრთ შარავანდით -
თეთრად სუდრული ქუხს მდუმარებით ...
-
ბეთლემის ლომი მთიდან ღრიალებს
და ქართული მზე ბრდღვინავს ალიონს ,
ოქროს სხივებმა ცეცხლით იალეს -
სივრცე აბოლებს ნისლის ყალიონს ...
სისხამ შეჰყივის ქართულ ცისკარსა -
არწივისაა ცის სამფლობელო ,
ლურჯ კოსმოსზე კრავს სულის კამარას
გალაქტიკური მზის სამლოცველო ...
ცაზე მაგიურ ღვთიურ ჰანგებით -
ფრთაცისფერ ჰიმნებს ქუხს საანგელო ,
და ლეგენდარულ თეთრი რაშებით -
მქროლვარ ქარებად ქრის საქართველო ...
-------
---
-
ააალმასა მზის ბრწყინვამ სიტყვა -
ღვთიური სიბრძნით ნახავერდები ,
რომელშიც ჩუმად მჩქეფარე გრგვინავს -
სიცოცხლის სულის ფიფქთ ჩანჩქერები ...
ფიფქთა მნათ ნათელს თან ახლავს თეთრი
იესოს ვარდის ცისფერი დარდი ,
რომელს სდევს კრისტალ სინაზის მკვეთრი
ცის საიდუმლო სერობის მადლი ...
-
ვარ შემოქმედი სულის ქორწილის -
ო საქართველოს დიდებას ვქმნი მე ,
ყოვლის მემკვიდრეს და თეთრ მეფისწულს -
ამყავს თეთრ ტახტზე სიყვარულის მზე ...
თეთრ სიყვარულზე ვუმღერ ამორძალს -
მე ვმღერი ქართულ სევდის დიდებას ,
ვჩუქნი თეთრ შროშანს ქალწულ პატარძალს
და ველი მზე როს ამობრწყინდება ...
მფიფქვარ კაბაში მოსილ დედოფალს -
ივერია გავს ორსულ მადონას ,
ო იგი მალე - შობს მზეს იდუმალს -
რომელ თოვს ცეცხლით ერის ნათლობას ...
-------
---
-
მნათ თოვლის კრისტალ თეთრ სასახლეში -
ასე მხოლოდ მგე - ფიფქთ მეფე დადის ,
ათსიმიან ჩანგს აკვნესებს მესხი
და უგალობს სულს უთეთრეს ვარდის ...
-
ზეცის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის
ქნარნი უპყრიათ ფრთანაზ მადონებს ,
ქნარიდან მთოვარ თვალებში უთრთით
კრისტალი ლოცვა თეთრ იადონებს ...
უკვდავ სამების მაღალ დიდებას -
არა აქვს ბოლო ღვთიურ წყალობას ,
ო ზეციდან თოვს ფრთათეთრ ფიფქებად
ავე მარიას თეთრი გალობა ...
-
ქსოვს თეთრ ხელებით თბილი ბებია
და საშობაო - ცით ფანტელთ ბარდნის ,
თეთრწვეროსანი თოვლის ბაბუა -
ხუცესის მთიურ მღერის ჩუმ დარდით ...
ყველაფერ ქართულს - ყოველ ქართულ სულს -
გულს სიყვარულის გამობრწყინებად :
ერთ ოჯახად კვრის იბერთ მნათ სულს სრულს -
ცის ბუმბერაზი უთვლის - დიდებას !
-------
---
-
2
"ჩაუმქრალ სანთელთ" გშვენის გვირგვინი -
აჭარელი მზე ქართველობ განა ,
ო ეს ლექსი მნათ და მაღალ სიტყვის -
შენ ემბაზთ სხივთ ქვეშ ზე განიბანა ...
-
სიყვარულით და ზღვაურ გულ-ღელვით ,
ავ მუსაიფით , მშვიდი აზმნობით ,
კეთილის ლოცვით , ეშმაკის წყევლით -
მე მოვიპოვე პური არსობის ...
ვით მეფსალმუნე დიდმა დავითმა -
მე გოლიათებს გავუპე შუბლი ,
ჩემი დიდება ცამდე ავიდა -
მე უქრობელი ავანთე შუქი !
-
მქუხ ხორუმით და მთიულურ გზნების -
მზიურ ცეცხლოვან ტემპერამენტით :
რომანტიული ქართულ ცეკვების -
გენიით როკავს ივერთა ღმერთი !
სამყაროს სულის უძირო სიღრმის
და მწვერვალების ყველა პოემა :
ქართული მზე და მთიები ცისკრის -
გულშია ცათა უსაზღვროება !
-
წარბდაღრუბლულსა ვაჟას სამშობლოს
აუსხავს ტანზე რწმენის აბჯარი
და ხელთ უპყრია მარად საბრძოლო
ქართული სიტყვის მტკიცე ფარ-ხმალი ...
გულთ ამოცანის ხსნის ყოველ გრძნობას
იბერთ გენიის სიტყვის მესსია ,
ყოვლადს ურყევი სდევს ნებისყოფა -
ქართული ყოვლად ურთულესია ...
გავს ყოვლის მხილველ მემატიანეს
ანგელთანგელი ხილვის მთიები :
სიტყვა - ღმრთის თვალთა ჭვრეტს ოკეანეს
და ხატავს მსუფევს მფიფქვარ ფიქრთ ფრთებით ...
მოგევს თეთრ ცხენზე ამხედრებული -
არწივულ მზერის ლომივით მყეფე :
თეთრ ჩოხაში და თეთრ ახალუხში -
თეთრ ყაბალახით - შემოსილ ნეფეს ...
-
ო შენს დიდებას ამკობს ამინით -
შენივ უკვდავი მთრთოლვარე გული ,
სიტყვავ ბებერო ეს რა პატივით -
შეგიმოსია ქართული სული ...
-------
---
-
მათოვს ცა მზერის აალმასებას
და თავზე მადგამს მოწამის გვირგვინს ,
ცხოელი სულის ვარ სახარება -
აწ ბიბლიურ მზის სამოსით ვივლი ...
ცეცხლის ხალენი მოვიცვი მეფემ -
შევსვი ფიალა რისხვის ჰაშიშის ,
წმინდა მცნებათ მგმობთ არწივმ შევყეფე -
გწეოდეთ მი თვალთ წყევლა საშიში ...
თვის გულის სისხლით თოვლი შეღება -
მგემ ცის არტისტულ წითელ ვარდისთვის ,
ბევრს ეკრძალება ხელის შეხება -
ო ამ კურთხეულ წმინდა ფარდისთვის ...
წყეულმც იყოსა ვინაც შებილწოს -
ქართვლის დედისა ლურჯი ლეჩაქი ,
მსურს ქართულ გულში დედა მზე იყოს
და სულ ყვაოდეს სულში ვენახი ...
სულის მტევანთგან გამოწურულსა -
ტრფიალით სვამდეს სისხლისფერ ღვინოს ,
ვაჟკაცურ რწმენით შუბლმოღრუბლულმა -
ქართულმა გულმა მსურს სულ იგრგვინოს ...
-------
---
-
3
ანთება სულით მაღალ თავადის
და თეთრ მაგისტრის შავი გაგებით :
მხრებზე მოგდება შავი ნაბადის -
კაცს უნდ ძალუძდეს გააბრაგება ...
სიმართლე არის სოფლის მარილი -
აქვს მოღალატის განგმირვის ნებაც ,
მიჯნური არის სულით მარტვილი -
ძმადნაფიცობის არ უხვევს ცნებას ...
მუშტის შეკვრის და გრგვინვის უფლება -
აქვს მხილების და შენდობის ძალაც ,
სადაც არა ღირს იქ გაჩუმება -
ბრძენს ძალუძს დურაკთ მიუდგეს ჰალად ...
მხოლოდ სულით და გულით ქართველს აქ -
მზის თეთრ სუფრასთან მისვლის უფლება ,
ლურჯ ცეცხლთან ბჭობის ნება მასა აქ -
ვინც ეტრფის სულის თავისუფლებას ...
ო უნდა ჰქონდეს კაცს ზე თვისება
და ჩუმი რიდით - ზრდილობით თოვდეს ,
რომ ღმრთის წინაშე დგომის უფლება
და სადღეგრძელოს თქმის ნება ჰქონდეს ...
-------
---
-
მშვენიერებებს ,ფრთიან შედევრებს ,
მნათ სასწაულებს , მაღალ მწვერვალებს ,
მწვერვალთ მზეებს და სხივთა ამბორებს ,
თვალები უნდა თოვდნენ ჩქერალებს ...
ანთებდნენ რწმენით თეთრ ანგელოსებს ,
გული მოსტაცონ შორეულ დონებს ,
თვალებმა უნდა მიწვდნენ თეთრ ლოცვებს
და სულთა მეტრფე მზე იადონებს ...
ცას და ყვავილებს, ცისფერ სამოთხეს ,
სასუფეველის ნეტარ სუფევას ,
თვალები უნდა თოვდნენ სინათლეს
და უგულწრფელეს თავისუფლებას ...
ჩუმად იწვოდნენ ტრფობით ფარულით -
ღირსებით სუნთქვა აიდუმალებს ,
უნდა ნაღმავდნენ ცას სიყვარულით -
თვალებმა უნდა შეჰბრწყინონ თვალებს ...
სათნოებას და მადლით ნათებას -
სიკეთის სულს და ვარსკვლავურ ღამეს ,
მთრთოლვარე ფიქრით სულის ანთებას -
თვალები უნდა ხატავდნენ რამეს ...
-------
---
-
4
არ შემიყვაროთ ვით თქვენი ერთი -
თორემ მოგისევთ მყინვარ ფიფქებსა ,
დაწყევლილი ვარ ამური ღმერთი -
მი სიყვარული ზეცად შლის ფრთებსა ...
მე თეთრ ქალღმერთის მიჯნური სული -
გაჭრილი სულ სხვა ფერთ სინაზეში :
ვარ ღვთიურ ცეცხლით დაჭრილი გულში
და ვიწვი ჯვარცმულ სილამაზეში ...
მი სული ყვავის სისპეტაკეში -
ვყვარობ სიწმინდეს გულის ღვთაების ,
გიზგიზებს მწველი ცეცხლი თვალებში
და მიჯნურს მდაგავს ცრემლი ვაების ...
ო შემიყვარეთ - მხოლოდ ფრთაებით ,
არამიწიერ მე გრძნობას ვეტრფი ,
სიყვარულს ვეტრფი მხოლოდ ღვთაებრივს,
მი წყურვილს ამინს დუმილით ვეტყვი ...
არ შემიყვაროთ ვით თქვენი ერთი -
თორემ გულს გატკენთ ფრთანაზო მისის ,
ვარ სიყვარულით დაჭრილი ღმერთი -
ჩემი ოცნება მხოლოდ ცამ იცის ...
-------
---
-
სული ანგელთა ნაამურალი -
მზიურ სხივების ბრწყინვად აშლილა ,
ცის ლურჯ ტუჩებით ნაამბორალი -
ბაგე ნაფიფქვარ დაგვამ დალილა ...
სევდის პიანოს ვიღებ აკორდებს
და ჩემს წამებას თამამად ვმღერი ,
ჩემს მტანჯველს ვუსევ სულზე ამბორებს -
მე მიჯნური ვარ მი თეთრი მერის ...
მმოსევს დიდება მაღალ თვითერთის
და თეთრ ფიფქებს ვთოვ მი მწვერვალთაგან ,
თეთრი ბახუსის ვხარხარებ ღმერთი -
ვხარხარებ და მდის ცრემლი თვალთაგან ...
-
გულით ნატიფ და გრძნობით აზიზი
და სათნო მზერის ოცნება მშვიდი :
ო მე მნუსხავდა მთრთოლ და ფაქიზი -
მისი თვალების ცისფერი ბინდი ...
რაღაც უთქმელმა დამჭრა ზევიდან
და საოცრებამ დანაღმა სული :
ოდეს მზიური მასში შევიცან
გატანჯულ ბავშვის სათუთი გული ...
ო მწვავდა მისი ნაზი ფრთაები
და ცრემლით სავსე სული ციერი ,
მე მასში ვჭვრეტდი სპეტაკ ღვთაების -
ანგელოს ასულს მნათე იერით ...
ეს უსასრული მთელი საწუთრო -
ღირდა იმ გრძნობის ერთ გაღიმებად ,
იმ წამს მოთოვეს ჩემში ქალწულის -
სულის ხატება - სერაფიმებმა ...
ჟრუანტელების ფიფქმ დამიარა -
მისმა სახებამ სულში იალა ,
იმ თვალთა ცეცხლს და ცისფერ იარას -
ო მე ვეტრფი კვლავ იმ სულს - ცქრიალას ...
გულს უმაღლესი ათოვდა სევდა -
გალობდა კრძალვით - იწვოდა ჩუმად ,
ეს იყო ერთხელ - როს სული ჭექდა
და სიყვარულის გენიით ქუხდა ...
რა დამავიწყებს იმ ცისფერ ცრემლებს -
ო რა გულწრფელი მზით ვკვნესდი მაშინ ,
მე სიყვარულზე ვიმღერე ერთხელ -
კვლავ იმ მწვერვალზე ვქრი მი თეთრ რაშით !
Laravel
კომენტარი
0