ჩანაწერი
Laravel
თოვა
თეთრ ფიფქებს ფიფქავს იდუმალებით
"იდუმალების თეთრი გენია" ,
თეთრ ანგელოსის თეთრი ფრთაების -
თოვის დუმილი სულ სხვა ფერია ...
სამოთხის მფიფქვარ თეთრი ოცნების -
სულ სხვა სამყაროს თითქოს კარია ,
თოვა სულს მივსებს მსუბუქ ჰანგებით -
ფანტელთა ვალსი საოცარია ...
თეთრი ქალწულის თეთრი თითები
ნაზი ამბორით ფრთებს ეხებიან ,
კრისტალი სულის თოვლის ფიფქები
თეთრ სიყვარულზე ზღაპარს ყვებიან ...
თეთრ სასუფევლის აცოცხლებს მითებს
სიწმინდით მნათე თეთრი გენია ,
თოვლის გალობა ათეთრებს ფიქრებს -
თოვა სინაზის თეთრი ფრთებია ...
ო მელანდება სპეტაკი დონა -
ოდეს თეთრად თოვს - ფრთები მღერიან ,
თვალებში ცეკვავს თოვლის მადონა -
მი სულის სატრფო თოვის ფერია ...
"იდუმალების თეთრი გენია" ,
თეთრ ანგელოსის თეთრი ფრთაების -
თოვის დუმილი სულ სხვა ფერია ...
სამოთხის მფიფქვარ თეთრი ოცნების -
სულ სხვა სამყაროს თითქოს კარია ,
თოვა სულს მივსებს მსუბუქ ჰანგებით -
ფანტელთა ვალსი საოცარია ...
თეთრი ქალწულის თეთრი თითები
ნაზი ამბორით ფრთებს ეხებიან ,
კრისტალი სულის თოვლის ფიფქები
თეთრ სიყვარულზე ზღაპარს ყვებიან ...
თეთრ სასუფევლის აცოცხლებს მითებს
სიწმინდით მნათე თეთრი გენია ,
თოვლის გალობა ათეთრებს ფიქრებს -
თოვა სინაზის თეთრი ფრთებია ...
ო მელანდება სპეტაკი დონა -
ოდეს თეთრად თოვს - ფრთები მღერიან ,
თვალებში ცეკვავს თოვლის მადონა -
მი სულის სატრფო თოვის ფერია ...
Laravel
კომენტარი
0