ჩანაწერი
Laravel
ლედი ივნისელს
თქვენ გრძნობით მგალობ უნაზეს სულის -
ნაზი ნოტები გულს თოვად მინთებს ,
ო სულს მითრთოლებს თქვენი მზის გული ,
მის მე ვეტრფი თქვენს ანგელოსურ ფრთებს ...
ნაზი ოცნება ჩუმად თან გსდევთ და
ოდეს თვალებით მიჯნურს ეძახით :
გიხდებათ ფრთანაზს ცისფერი სევდა -
სინაზით მყვავი ლურჯი ზამბახის ...
იქნებ ირწმუნოთ თეთრ გაზაფხულის
და სანამ თოვად გაიამინდებს -
მოთოვოთ ჰანგი თეთრ სიყვარულის
რომელიც ხატავს ფიფქთ პირამიდებს ...
ო მე მანცვიფრებს თქვენი სინაზე
და თქვენს სიყვარულს ვუთვლი ამინებს ,
ბავშვი გულს ვხატავ ფანჯრის მინაზე
და ველი სპეტაკ ფიფქთა აისებს ...
ვთოვ თქვენთვის თოვლის ედელვაისებს
და სულზე გაბავთ ამბორთ თილისმებს ,
გჩუქნით გულიდან ცისფერ ალერსებს -
ნაზ ამურესა ლედი ივნისელს ...
ნაზი ნოტები გულს თოვად მინთებს ,
ო სულს მითრთოლებს თქვენი მზის გული ,
მის მე ვეტრფი თქვენს ანგელოსურ ფრთებს ...
ნაზი ოცნება ჩუმად თან გსდევთ და
ოდეს თვალებით მიჯნურს ეძახით :
გიხდებათ ფრთანაზს ცისფერი სევდა -
სინაზით მყვავი ლურჯი ზამბახის ...
იქნებ ირწმუნოთ თეთრ გაზაფხულის
და სანამ თოვად გაიამინდებს -
მოთოვოთ ჰანგი თეთრ სიყვარულის
რომელიც ხატავს ფიფქთ პირამიდებს ...
ო მე მანცვიფრებს თქვენი სინაზე
და თქვენს სიყვარულს ვუთვლი ამინებს ,
ბავშვი გულს ვხატავ ფანჯრის მინაზე
და ველი სპეტაკ ფიფქთა აისებს ...
ვთოვ თქვენთვის თოვლის ედელვაისებს
და სულზე გაბავთ ამბორთ თილისმებს ,
გჩუქნით გულიდან ცისფერ ალერსებს -
ნაზ ამურესა ლედი ივნისელს ...
Laravel
კომენტარი
0