შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სამებისი 9

თეთრი რაშის თეთრი მხედრის მხედართმთავრულ სითეთრეში -
ასე მარტო უკვდავების მთოვარე მზე თუ ამოდის ,
ლურჯ სამყაროს თეთრ მწვერვალის კრისტალ მზიურ სასახლეში -
ასე მხოლოდ სიყვარულის მხნე რაინდი თუ შემოდის ...

ვერ უსწორებს თვის ბნელ თვალებს ზეს თვალთ მზერის ელვარებას :
ქედს უხრის თვით ბოროტება და მორჩილებს მის ბრძანებას ,
ო მთლიანი საანგელო ეტრფის მგის ნაზ ბრწყინვალებას -
და იდუმალს აღიარებს მის ღვთაებრივ ძლიერებას ...

თავდახრილი მორცხვი ბავშვი მუხლს იდრეკს და მზე სამებას
- ყოვლისშემძლე თეთრი ხელი მკერდზე აბნევს სისხლისფერ ვარდს ,
ღვთისმშობელი ეუბნება : წამოდექი ღმრთის სახებავ ,
ეზიარე მიჯნურობას და ფრთაცისფერ უკვდავთა დარდს ...

და გუგუნებს საანგელო : დიდებაი ღმერთს ცხრა ცათა ,
დიდებაი დიდ სამებას - მადიდებელს თვის წმინდანთა !

ამომზევდა ლაზარიუს შემოსილი ამენითა -
კურთხეულ არსს მომავალი თეთრი მეფის სახელითა !
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →