ჩანაწერი
Laravel
მიჯნური
ლურჯად ლივლივა ცის ოკეანეს -
ღამით ოცნებით უმზერს და გფიქრობს ,
ის ფიქრით ხატავს შენს თვალებს მწვანეს
და სურს ვარსკვლავი სულში აგინთოს...
ის შენს თვალებში ჭვრეტს ნაზ სიყვარულს
და სიყვარულში მთლიან სამყაროს ,
ის ხედავს შენში ფრთანაზ მზიურ სულს -
ის ხედავს შენში ნათლის ანგელოსს ...
უკვდავი რწმენით გულში ზრდის მზისფერ -
სიყვარულით მყვავ სისხლისფერ ვარდებს ,
მას შენთან ერთად სურს ტრფობით მიწვდეს -
ნაზი ედემის მთრთოლვარ ლაჟვარდებს ...
ყველამ უარჰყოს - ოღონდ შენ გწამდეს -
ყველას გაჩუქებს სისხლისფერ ვარდებს ,
ის გაგაღმერთებს სიყვარულამდე -
ის ყოველს დათმობს ოღონდ შენ ყავდე ...
ცისფერ გრძნობაზე ჯვარი დაგწეროს -
გითხრას რომ მისი ნაზი ევა ხარ ,
მას სურს რომ შენთვის ცას მიაწეროს :
ო უკვდავებავ - მე შენ მიყვარხარ ...
ღამით ოცნებით უმზერს და გფიქრობს ,
ის ფიქრით ხატავს შენს თვალებს მწვანეს
და სურს ვარსკვლავი სულში აგინთოს...
ის შენს თვალებში ჭვრეტს ნაზ სიყვარულს
და სიყვარულში მთლიან სამყაროს ,
ის ხედავს შენში ფრთანაზ მზიურ სულს -
ის ხედავს შენში ნათლის ანგელოსს ...
უკვდავი რწმენით გულში ზრდის მზისფერ -
სიყვარულით მყვავ სისხლისფერ ვარდებს ,
მას შენთან ერთად სურს ტრფობით მიწვდეს -
ნაზი ედემის მთრთოლვარ ლაჟვარდებს ...
ყველამ უარჰყოს - ოღონდ შენ გწამდეს -
ყველას გაჩუქებს სისხლისფერ ვარდებს ,
ის გაგაღმერთებს სიყვარულამდე -
ის ყოველს დათმობს ოღონდ შენ ყავდე ...
ცისფერ გრძნობაზე ჯვარი დაგწეროს -
გითხრას რომ მისი ნაზი ევა ხარ ,
მას სურს რომ შენთვის ცას მიაწეროს :
ო უკვდავებავ - მე შენ მიყვარხარ ...
Laravel
კომენტარი
0