შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მეფური

ფრთიან მერნით - მირიანი -
სივრცეს სერავს მქუხ ყიჟინით,
რაინდს შვენის ლალიანი
ლომი მეფის მზის გვირგვინი...

-

ზეცა ისვრის ცეცხლის ისრებს -
ორლესული ნათებიდან,
მნათე აღებს ოქროს სარკმლებს -
ანთებული სანთლებიდან...

-

სიმშვიდეში მსუფევ მეფურ -
ლურჯ გამებით გულთ ბასებზე -
მგალობელი ქნარით ციურ -
სიმი გალობს ნაზ იებზე ...

-

იისფერულ ნოტთა მფიფქავ -
იაგუნდურ ლაპლაპების -
ფრთაცეცხლოვან ალებს ფიფქავს -
სულის სუნთქვა თეთრ ანგელის ...

-

მოლივლივე ლურჯ ალების -
მაყვლის ბუჩქზე ცეცხლი ცეკვავს ,
ყოვლადწმიდა ლურჯ თვალებით -
ლოცვის ჰანგებს ქრისტე რეკავს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →