ჩანაწერი
Laravel
სამებისი 6
ასათას-სხივ მნათე გრძნობის მოზმანებას ველი ცაზე
და მზიანი ღამით მთვრალი შენი ცქერით ვიბნიდები:
მი სულის თვალთ უსამანო გალაქტიკურ გულის ზღვაზე -
ლურჯ აისად როს მზეთამზე ამოდიხარ და ბრწყინდები...
იასამნურ სიციმციმეს და მოზიმზიმ ზამბახისფერს -
ულურჯესი გამმა შენგნით სისაოცრით ანთებს სივრცეს,
სიყვარულის ღრუბლით მოსილ სულცეხლოვანს და ალისფერს -
ო მე ვიწვი და ცრემლთ ვფიფქავ ლურჯ ღვთაებას ოდეს გიმზერ...
შენი სულის სილამაზე და ფრთაების შეხება მწვავს -
ცის ქალწული როს ფიფქთ მათოვ სასწაულის ვტრფიალებ წამს,
და როს ფიქრთ ვალსს გეცეკვები სულის მუზა ფრთალურჯ ზამბახს -
უსაზღვროდ მთრთოლ სინაზეს ვგრძნობ - სიყვარული ღმერთივით მწამს...
გრძნობის სულით ნაზად ვერწყმი სასუფევლის უკვდავებას -
ოდეს იწყებ მი თვალებში ღმერთა მეფა ამზევებას,
ვატან ფიფქებს შენ გულისკენ სიყვარულის ნაზ ამბორებს,
აფრთიანე სული ღმრთისკენ - იიისფრე მი ამორე...

კომენტარი
0