შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სონეტი 29

თეთრ ჯვარს შეწირულ და მიჯნურულ მწველ თამაშებით -
მთელს წუთისოფელს შენს უნაზეს გულს მოვტაცებდი,
აგიტაცებდი ხელებში და ზღაპრულ რაშებით -
ღმრთის სიყვარულის სამეფოში გაგიტაცებდი,

შენს სიყვარულში თეთრ ღამეებს გავათენებდი
და სერენადებს გიმღერებდი მთრთოლ ლაჟვარდებით,
ფრთათეთრ ანგელოს ამურესას გაგაღმერთებდი -
ამური ბავშვი აგივსებდი სულს თეთრ ვარდებით,

ჩვენს გულთ რომ ერქვას ერთმანეთის სუნთქვით უკვდავნი
და შენ რომ იყო სულის სატრფო ის ერთადერთი,
ნიშნად წითელ ვარდს მოგართმევდი და ნაზს გკითხავდი:
იქნები ჩემო მი მზე მუზა თეთრი ქალღმერთი?

ურჩხული ვარ თუმც - სულ სხვა ფიქრით ავენთებოდი:
ცაზე რომ ენთო - უფლისწულად გავთენდებოდი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →