შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სული სატრფოს

მზიურ სიყვარულის ფრთათეთრ ანგელოსად
დაჰქრის ზმანებებში უცნაურად სათნო,
დაისისას ფრთანაზ ოქროს სხივთა თოვად
და აისთან ერთად თვალებში მზედ ნათობს...

ნოსტალგიურ წამად მოყვება ლურჯ ღრუბლებს
და წვიმის ვალსს ცეკვავს და ბავშვივით ანცობს,
დაორთქლილ მინებზე ახატავს სულ გულებს
და უკვდავი გრძნობის გულს სინაზედ სახლობს...

სხვა ლოდინით ეტრფი, სხვა სინაზით ფიქრობ,
სხვა სიტურფით გწვავს და სხვა გრძნობებით გათრობს,
ნაზ ოცნების ღმერთის მწველ სხივების სითბო -
სხვა სიგიჟით გიყვარს, სხვა თვალებით ნატრობ...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →