შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სონეტი 24

არცარა რას გთხოვთ ამურესავ უბრალოდ წვიმს და...
ო რა ხანია თოვს სამოთხე სუფევას სულში:
სულის მუზა და სიყვარული წმიდათაწმიდა -
რასაც ვეძებდი ვპოვე ფრთათეთრ ქალღმერთის გულში...

ამური ვეტრფი სინაზის მზეს და ცისფერ ლაჟვარდს
და ამ მოტივით თქვენთვის ეხლა ცას ავხატავდი:
უნაზეს ჟესტით მოგართმევდით ათას წითელ ვარდს
და თქვენ თვალების ამზეებას წამით ვნახავდი...

გეტყოდით თრთოლვით მარად სატრფოს ნაზი თვალები -
მიჯნურის გულში რომ აროდეს არ ბერდებიან,
და თქვენს თვალებში სისხლისფრად მყვავ უკვდავ ძალების -
რომ არასოდეს ეს ვარდები არ დაჭკნებიან...

ამურს მსურს მის რომ ამ ლექსის ვარდთ თრთოლვა წამიერ -
გგვრიდეთ სახეზე ნაზ ღიმილებს მრავალჟამიერ...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →