ჩანაწერი
Laravel
სონეტი 20
შუამავალი თეთრი სული თეთრი მესიას -
სულში თარეშობს თეთრ რაშებით მქროლვარ ქარებად,
შენს ანგელოსურ ფრთათეთრ სულის თეთრ ეკლესიას -
მი გულის ღმერთი მოსდგომია ცისკრის ზარებად...
მეფავ ეგ შენი ღვთაებრივი სულის ხატება -
მსურს მოვილოცო და სამეფო თეთრი ლილია:
მინდა მოვართვა სიყვარულის წმიდა ხარებად -
სწორფერ წაწალის მა გულს რომელ ამოდ ქმნილია...
სულს დაგეკონო სიყვარულის მწველ ამბორებად
და ღვთიურს შევწვდეთ მთრთოლვარ ლაჟვარდს ფრთანაზ გრძნობებით:
მსურს სულს შევაწყდე ოქროსფრთიან ნიაგარებად
და გადავლეკო შენი გული მზიურ კოცნებით...
ლოცვად ანთებულ გიკოცნიან მა მცინარ თვალებს -
ვერსად წაუხვალ სულს მოსეულ მი გრძნობათ ჯარებს...

კომენტარი
0