ჩანაწერი
Laravel
სონეტი 13
ერთიც მსურს გითხრა ამორძალურ სულის გავაზავ -
შენც დაგატყვევებს - სიყვარული მოდის ანაზდად,
"და შეიძლება შეგიყვაროს კვლავ გულლამაზმან,
მაგრამ ვერავინ შეგიყვარებს ჩემზე ლამაზად"...
სულ სხვა სიმაღლე დაგანათლა ძალმან ძლიერმა
და სიყვარული განგადიდებს მწამს სულიერად,
სწორ სვლებით იქნებ მართლაც განთოს სულმშვენიერმა -
"თუმც ვგრძნობ რომ ვერვის ეყვარები ჩემზე ძლიერად"...
ალბათ აგშანთავს და როს იცნობ მის სულში არწივს -
შემოეხვევი სატრფოს ყელზე უსურვაზ ვაზად,
თუმც დროთა სვლაში იგრძნობ ისევ რომ ქვეყნად არვის -
ძალუძს უყვარდეს მი გულის ცის მნათ ღმერთზე ნაზად...
არამიწიერ სიყვარულის დედოფლად დაგსვას -
ო არვის ძალუძს გაგაღმერთოს მი სულის მსგავსად...

კომენტარი
0