ჩანაწერი
Laravel
სონეტი 11
თეთრ მუზას გეტრფი უნაზესი ოცნების გამო -
მანთებ მარადის უკვდავ გრძნობის ნაზ ლაჟვარდებით...
მეფის ძახილი გაიგონე - შეჩერდი წამო!
- ამურს მწადია ციდან ვთოვო თეთრი ვარდები...
*მე შენ მიყვარხარ* - ნაზ სამოთხის - მე ვარ მებაღე -
და შენთვის ვფიფქავ უკვდავების თეთრი ალერსით,
და მსურს დადაღო მი არსება შენ მჯვარცმელ ბაგეთ -
ცეცხლით მთრთოლვარე ამბორებით უმხურვალესით...
შენ მოსული ხარ იისფრად მთოვ ცათა ცის ციდან -
და სასუფევლის ცისკარი და ხარება გქვია,
მი თეთრ სიყვარულს უსაბამო დასაბამიდან -
შენ სიხარულის ნაზ ფერებით ხარობდეს ჰქვია...
ჩემო გრაცია დედოფალო - ოცნებავ წმინდა -
თეთრი ვარდების სიყვარული მოგიძღვნა მინდა...

კომენტარი
0