ჩანაწერი
Laravel
სამებისი 2
ნაწნავები გაუშლია ოქროსთმიან მზეთუნახავს -
ვერცხლისფერად მოკამკამე ოცნებების შადრევანთან,
აენთება ეს ხილვა და მზიან ღამეს ერთურთს ვნახავთ -
იისფერი პაემანი მელის ფრთანაზ თეთრ ზამბახთან...
მთვარის სხივებს ჩამოყვება სიოს მსგავსად მქროლი სული -
ცისარტყელას ფრთაებგაშლილ სასუფევლის მწვერვალებით,
მოცახცახე სიხარულის ათრთოლდება გრძნობით გული -
მომანათებს ოდეს მნათე თვის იისფერ ნაზ თვალებით...
შეეხება სულის არეს ოდეს თვისი თეთრ ფრთაებით -
გაცოცხლდება სამოთხე და აყვავდება ბაღს ვარდები,
სასწაულის წამს აანთებს და ლურჯ ცაზე ნაზ ჰანგებით -
ამღერდება ვარსკვლავები და მუქლურჯი ლაჟვარდები...
სიყვარულის მთოვი ცა და ათინათი თეთრ ზმანების -
ნაზ ედემის თოვლილ ბაღში ფრთაებს გაშლის მზე ოცნების,
და იისფერ ფიფქების სულს სულით ნაზ ვალსს ვეცეკვები,
მიყვარს მფიფქვარ თეთრ ქალღმერთთან იდუმალი პაემნები...

კომენტარი
0