შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სონეტი 5

შარმით და ეშხით სულზიმზიმა სინაზე ქალი -
ცხოელთა მეფის გულთმტაცებელ მეფას სადარი:
მიჯნური ლომის მოღრიალე სულის ტრფიალი -
ხარ ვეფხი მუზა - ლედი - შავი იაგუარი...

ჩემში მთრთოლ განცდათ ათას სხივით ხარ ამზეება -
ფრთათეთრ ანგელოსს გევხარ ნაზი ოცნება ცათა,
მწვავს სილამაზით შენი სულის მნათე ხატება -
უნაზეს გრძნობის ცეცხლით დამწვარს მიყვარხარ თათა...

ვერრა შეხება გამოხატავს ამ ქვეყანაზე -
წმიდა ამბორით გულთა სრულ რწყმას სულთ მარადისის,
თეთრი ალერსი სისპეტაკით მხეცსაც ანაზებს -
თუმც სიყვარული ტკივილია გაუსაძლისი...

ეს ჩუმი გრძნობა უკვდავებას ნაზად მაერთებს -
ჩემო გრაცია დედოფალო მე შენ გაღმერთებ...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →