ჩანაწერი
Laravel
შვიდობითი 32
სინაზით მათრობელავ ფრთაფარფატა გოგო ხარ -
სულის სატრფო ფსიქეა მი ცის წმიდა მუზა ხარ,
სრულად მშვენიერი ხარ და საშინლად მომწონხარ -
ფაქიზად საკოცნელავ სათუთ გრძნობით მიყვარხარ...
დედოფლის მოსახელე თმახუჭუჭა თამარი -
თრთიხარ მი ოცნებებში მზიურ ანგელოზივით:
შენ გიგალობს მი გულის ამურული ტაძარი -
მსურს სულზედ გეამბორო სიყვარულის მოტივით...
იისფერ სასუფევლის ნაზ განცდების მუზიკით -
ავამღერო ფერებით შენი გულის სიმები,
მგრძნობიარე ტუჩების ტანგოსფერ რომანტიკით -
"მსურს ყელზედა აგასხა ნაზ კოცნების მძივები"...
ცახცახები ავხატო შენს სხეულზე თითებით -
შენს ბაგეზე ავანთო მწყურის ცეცხლის ხილვები...

კომენტარი
0