შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შვიდობითი 30

ცეცხლოვან სილამაზის ძუ ვეფხვი ამორძალი -
მტაცებლურ ნაზ ბიჯების ველურ სვლით მოარული :
ქალი ვით გრიგალი და ვითარცა ქარიშხალი -
მოაპობ ლურჯ ზმანებას თვით მუზა სიყვარული ...

ვაჩერებ წამს და ტკბობით სრულყოფილ სუნთქვას ვარქმევ -
ჩემს თვალწინ ბრწყინავ ვითარ მზე ამურესას სული ,
ელეგანტური ლედი სინაზის სხივებს აფრქვევ -
ცამეტ ბალიან გრძნობით მიცემს შენს ამურს გული ...

ლომური გულისცემა და ტანი ავაზური -
ღიმილი ანგელის გაქვს და მზერა დამდაგველი ,
ღვთაებრივ სიფაქიზის მეფა ხარ ზამბახური -
მი ლურჯი ქალღმერთი ხარ სიტურფით მომნუსხველი ...

-

მზიურ ღვთაების ყოველ - მშვენიერებით მკული -
ცეცხლად მედები გულზე თვით მუზა სიყვარული ...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →