შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სონეტი 000

მი სალოცავი ო ხატია შენი სახება ,
შენ თვალთა ღიმი ჩემში ციურ სიყვარულს ბადებს ,
ღაწვზე ცვენილი ო მაგიჟებს ეგ ხალთ სამება ,
შენი თმებია ბორკილები - სულზე რომ მადევს ...

შენდამი მტრფობი მთრთოლი სუნთქვით და ნაზ მისნობით -
დადაღულია სიყვარულით მი გულის ნება ,
მე დაჭრილი ვარ ლურჯ ოცნების მარადისობით -
ო ჩემი სული შენს ბაგეზე ფიფქივით დნება ...

მე ვდევ გულის ხმას - გრძნობის ფრთები შეგასხა მნებავს ,
შენთვის ახატულ ლურჯ ედემის ევა მსურს გერქვას ,
თმაში გაწნავდე ცისარტყელას ფერების გზნებას -
მსურს სიყვარულით რომ გინთებდე თვალების მწვერვალს ...

-

ამურმა კრძალვით მინდა გკითხო მი გულის მეფას -
გსურს ერთად მივწვდეთ მიჯნურთა ფიცს და უკვდავთ ზეცას ?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →